სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა - მერაბ დვალიშვილმა, ქამარი 5 ოქტომბერს, კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ წარმატებით დაიცვა. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ ბრძოლაში "მანქანამ" ახალი კარიერული რეკორდის დამყარება შეძლო - მან ამერიკელი ათლეტის წინააღმდეგ 20 წარმატებული გდება განახორციელა.
ESPN MMA-ს მეშვეობით ვიგებთ, რომ UFC-ის ლეგენდარულ მებრძოლს - დანიელ კორმიეს, ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი გააჩნია. ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონიდან ვიგებთ, რომ გდებების შეფასების სისტემა UFC-ში არასამართლიანია.
"მეთოდი, რომლითაც UFC გდებების რაოდენობას ითვლის, პრობლემას წარმოადგენს. გდება ისაა, როდესაც მეტოქეს წააქცევ და მიწაზე გააკონტროლებ და არა ის, როცა მოწინააღმდეგეს გაუჩერებლად დაბლა სვავ. სენდჰეგენს მერაბის წინააღმდეგ კონტროლი არ დაუკარგავს. დვალიშვილმა რეალურად 5 ან 6 გდება განახორციელა, დანარჩენი 14 კი მისი უბრალოდ დაბლა დაბრუნება იყო. "















