UFC 323-ის მთავარ ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა პიოტრ იანთან, რითაც მან სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონობა დაკარგა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, პიოტრ იანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
ჟურნალისტი: "ახლა ბედნიერი და კმაყოფილი ხართ, მაგრამ ფიქრობთ, რომ ტრილოგია უნდა შედგეს და მერაბს კიდევ ერთხელ ეჩხუბოთ?"
იანი: "ჩემპიონის ქამრის მოპოვებისთვის ძალიან ბედნიერი ვარ. ბევრი ვიშრომე და კარგადაც მოვემზადე ამ ბრძოლისთვის. თითოეულ ჩემს გულშემატკივარს დიდ მადლობას გადავუხდი. ვფიქრობ, გამარჯვება თავდაჯერებულობამ მომიტანა, რადგან ზუსტად ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.შედგება თუ არა რემატჩი და ტრილოგია? ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს და ამაზე შემდეგ ვიფიქრებ."















