"ელ კასადორის" მოწინააღმდეგე იქნება კოლბი თიქნესი, რომელიც არის ალექსანდერ ვოლკანოვსკის გუნდის წევრი და სპარინგ პარტნიორი. რაც შეეხება ავსტრალიელი მებრძოლის სტატისტიკას: 7 მოგება და 0 წაგება. 2 ბრძოლა მან მოიგო ნოკაუტით, 2 საბმიშენით, 3 კი მსაჯთა გადაწყვეტილებით. ის Hex Fight Series პრომოუშენის ჩემპიონი იყო.
შეგახსენებთ, რომ ივენთი, რომელშიც მონაწილეობას იღებს თოფურია ჩვენი დროით 9 თებერვალს გაიმართება.


















