28 მარტს, ბარსელონაში WOW-ის მორიგი ივენთი გაიმართება. UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას ესპანურ ორგანიზაციაში ქართველების ჩართულობა იზრდება.
28 მარტს ოქტაგონზე 19 წლის დიმიტრი ბარქაია გავა და პროფესიულ დონეზე დებიუტი ექნება. ქართველი ინგლისელ ჩარლი ჰალტონს დაუპირისპირდება.
დიმიტრი ბარქაიამ ბრძოლის მოსამზადებელი ეტაპისა და სამომავლო გეგმების შესახებ, LaGazzetta.ge-სთან ისაუბრა:
-ამ დრომდე მიღებული გამოცდილების შესახებ რომ გვითხრათ?
- სამოყვარულო კარიერა MMA-ში ესპანეთში გავიარე აქამდე კიკბოქსინგით ვიყავი დაკავებული. რაც შეეხება ჩემ სამოყვარულო კარიერას, დიდი გამოცდილება მივიღე, ესპანეთის ჩემპიონატი მოვიგე, ასევე კატალონიის ჩემპიონატი. ამ დრომდე საკმაოდ ბევრი ბრძოლა მაქვს ჩატარებული დ სხვადასხვა ორგანიზაციაში.
- როდის დაინტერესდი შერეული ორთაბრძოლებით და რა იყო მთავარი მოტივაცია?
- 9 წლის ვიყავი, როცა შორეულ ორთაბრძოლებით დავინტერესდი დავიწყე. კიკბოქსინგით საქართველოში და ესპანეთში რომ გადმოვედი 14 წლისამ, MMA-ში ვარჯიში დავიწყე.
- WOW-ში ასპარეზობა რას ნიშნავს?
- WOW ესპანეთის უდიდესი ორგანიზაციაა, ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა ამ ორგანიზაციის ღონისძიებებში და იციან ჩემგან რასაც უნდა ელოდნენ, ესპანეთის ჩემპიონატის ფინალი ამ ორგანიზაციაში მოვიგე.
- რას იტყვით აღნიშნულ ორგანიზაციაზე და თვლით თუ არა რომ WOW-ში ევროპის საუკეთესო მებრძოლები ასპარეზობენ?
- დიახ WOW-ი ერთ-ერთი საუკეთესო ირგანიზაციაა და საკმაოდ ძლიერი მებრძოლები არიან აქ. ჩემი აზრით, საუკეთესო ირგანიზაცია გახდება მომავალში.
- როგორ ემზადები ბრძოლისთვის და რას იტყვი შენს მეტოქეზე?
⁃ თავს არაჩვეულებრივად ვგძნობ. მომზადება, როგორც ყოველთვის კარგად მიდის. რაც შეეხება ჩემს მეტოქეს, კარგი მებრძოლია, ვფიქრობ, საინტერესო დაპირისპირებას იხილავს გულშემატკივარი.
- რა არის შენი კარიერის სამომავლო გეგმა?
- მინდა მივაღწიო მწვერვალებს, გავხდე საუკეთესო და ვიყო სამაგალითო ადამიანი ყველასთვის.















