აკრონ ტოლიატის თავდამსხმელმა, არტიომ ძიუბამ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა რუსმა ფორვარდმა გააკეთა პროვოკაციული განცხადება და აღნიშნა, მას სურს, რომ დაღესტნელმა ჩემპიონმა ქართველ მებრძოლს მოაკეტვინოს.
"ვიცი, რომ მახაჩევი იცვლის წონას და მადალენასთან სატიტულო ბრძოლისთვის ემზადება. ეს დაპირისპირება ძალიან მაინტერესებს, მაგრამ ისიც მინდა, რომ ისლამმა თოფურიას მოაკეტვინოს, რადგან ის ძალიან ბევრს ლაპარაკობს. არ მჯერა, რომ ამ უცნაურს დაღესტნელთან მცირე შანსი მაინც ჰქონდეს"
შეგახსენებთ, რომ მახაჩევის მსგავსად, წონა შეიცვალა ქართველმა ჩემპიონმაც და სატიტულო ბრძოლაში ის ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება. თავდაპირველად იწერებოდა, რომ ილიას მეტოქე იქნებოდა დაღესტნელი მებრძოლი, მაგრამ როგორც ვხედავთ, ის ქვესაშუალოში ავიდა.















