UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა არმან ცარუკიანზე ისაუბრა. პრესაში აქტიურად იწერება მხარეების კონფლიქტის შესახებ და ამის მიზეზი არის ის ფაქტი, რომ სომეხი მებრძოლი ქონთენდერებს შორის არ განიხილება. 70 კილოგრამ წონით დივიზიონში დროებითი ქამრისთვის იჩხუბებენ ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი, მათ შორის მოგებული კი ილია თოფურიას შეხვდება.
"ცარუკიანი კვლავ UFC-შია და იცით რატომ? მე ის არ გამიგდია, თუმცა ამის გაკეთება ნამდვილად შემეძლო. არ დავმშვიდებულვარ, მაგრამ არმანთან მტრობა და კონფლიქტი არ გვაქვს. მან თავად იცის რა და როგორ არის სინამდვილეში, მაგრამ ის, რაც ხდება კულისებში, არ საჯაროვდება.
ჟურნალისტები ბებერი ჭორიკანა ქალებივით ხართ, ხმაურიანი სათაურებისა და კლიკებისთვის იყენებთ ყველაფერს, თუმცა ის პრობლემები, რომელიც ხდება ამ ბიზნესში, ჩვენს შორისვე რჩება. აქ, ყველაფერი ასე მუშაობს."
ამერიკელი ბიზნესმენი გულისხმობს მიმდინარე წლის იანვარში მომხდარ ინციდენტს, როდესაც სომეხი მებრძოლი ისლამ მახაჩევთან ბრძოლას ერთი დღით ადრე ჩაეხსნა. "ახალქალაქელმა" მოიმიზეზა წელის ტრავმა, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ მას უბრალოდ წონის ჩაბარებასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.















