თბილისში მიმდინარე MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგ საშეჯიბრო დღეს საქართველოს დელეგაციამ მორიგი მედალი მოიპოვა. ვერცხლის პრიზიორი ახალგაზრდებს შორის ლექსო საბანაძე გახდა. მძიმე წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ტაჯიკ ნოზიმჟონ უზოქოვთან წააგო.
გადამწყვეტ შეხვედრამდე საბანაძემ მეოთხედფინალში უკრაინელ ვოლოდიმირ შჩერბანს, ხოლო ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკელ მოჰამედ მოტალას აჯობა.
ტურნირი უფროსებს შორის ფინალური ბრძოლებით დასრულდება, სადაც საქართველოს სამი წარმომადგენელი ეყოლება. მარიამ თოფურიას (79,4 კგ.) მოწინააღმდეგე ყაზახი დიანა ახმეტოვა იქნება, მირზა გაჯიევი (79,4 კგ.) ბაჰრეინის წარმომადგენელ გიმბატ მაგომედოვს დაუპირისპირდება, ხოლო გიორგი იმერლიშვილი (+97 კგ.) ოქროს მედლის მოპოვებას უკრაინელ ოლექსანდრ ხოდაკოვთან ბრძოლაში შეეცდება.
შეგახსენებთ, ქართველებიდან ბრინჯაოს მედლებს ახალგაზრდებს შორის გია გატიკაშვილი (+97 კგ), ხოლო უფროსებში რომან ჩოჩიშვილი (83,9 კგ) დაეუფლნენ.















