მერაბ დვალიშვილი ახალი მწვერვალების დაპყრობას განაგრძობს. ქართველი ამერიკული საერთაშორისო მულტიპლატფორმული მედიის, ESPN-ის დაჯილდოების გამარჯვებული გახდა. ESPY-ს ჯილდო სპორტის სხვადასხვა სახეობაში სეზონის განმავლობაში დაფიქსირებული შედეგით, გამორჩეულ სპორტულ მოღვაწეებს გადაეცემათ.
2024 წლის პირველი ივლისიდან 2025 წლის 20 ივნისის ჩათვლით ნაჩვენები სპორტული შედეგების გათვალისწინებით, წლის საუკეთესო მებრძოლი, UFC-ის სამგზის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი გახდა. დვალიშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, ვისაც აღნიშნული ჯილდო გადაეცემა.
პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო ESPN-ის მიერ ყოველი წლის ივლისში გაიცემა, წელს დაჯილდოების ცერემონიალი 17 ივლისაა ჩანიშნული.
გამოკითხვაში გულშემატკივრები და ისე ESPN-ის ექსპერტთა ჯგუფი მონაწილეობდა.
მერაბ დვალიშვილთან ერთად, საუკეთესო მებრძოლის ნომინაციაზე წარდგენილები იყვნენ, ისლამ მახაჩევი, კაილა ჰარისონი და დრიკუს დუ პლესი.
შეგახსენებთ, ESPN-ის მიერ შერჩეულ პერიოდში დვალიშვილმა სამი სატიტულო ბრძოლა მოიგო. 9 თვის განმავლობაში ქართველმა 3 გამარჯვება იზეიმა, 2024 წლის სექტემბერში შონ ო’მალიდაამარცხადა სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა, 2025 წლის იანვარში ტიტული პირველად უმარ ნურმაგომედოვთან გამარჯვებით დაიცვა, ივნისში კი ჩემპიონის ქამრის შესანარჩუნებლად კვლავშონ ო’მალი დაამარცხა და ზედიზედ მე-13 ბრძოლა მოიგო.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინს მერაბ დვალიშვილი ESPN-მა 2025 წლის პირველი ნახევრის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა.















