ჩინეთში მიმდინარე Brave FC-ის 93-ე ღონისძიებაზე დავით ლორთქიფანიძემ აიზეზი დამოლამუ მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა. ქართველმა მებრძოლმა გააგრძელა თავისი წაუგებელი სერია და მისი შედეგი ამჯერად 6/6 მოგებას შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ლორთქიფანიძის გამოსვლამდე, თავის ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა ჯუბა ბერიძეც. ღონისძიების მთავარი ჩხუბი კი რაულ თუთარაულსა და ოლჟას ესკარაევს შორის შედგება.
აქვე დავამატებთ, რომ ლორთქიფანიძეცა და ბერიძეც ბათუმის საბრძოლო აკადემიის წარმომადგენლები არიან. მათი მწვრთნელი ხვიჩა ქორიძეა, რომლის შეგირდებმა, გოჩა შაინიძემ და რუსლან ბოლქვაძემ წელს ჩინეთში ორი მოგება უკვე მოიპოვეს. ქართველი მწვრთნელი ამჯერად გუჯამ და დავითმა ასახელეს.















