ქალთა შორის გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ 68.96 ქულით მესამე ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში 137.56 ქულა დააგროვა და ჯამში 206.52 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. შეგახსენებთ, ანასტასიამ შარშან ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
კაუნასში მიმდინარე ევროპირველობაზე საქართველოს ასევე ვერცხლის მედლები სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინა - ლუკა ბერულავამ მოუტანეს.
პირველად ისტორიაში საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ორ სახეობაში, სპორტულ წყვილებსა და ქალთა კატეგორიაში ვერცხლის მედლები მოიპოვა.















