დანა უაითმა 2026 წლის პირველ ნახევრის რამდენიმე ხმაურიანი ბრძოლა დააანონსა. პირველ რიგში გამოსარჩევია ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის ჩხუბი მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის. როგორც ვიცით, ილია თოფურია მომავალი წლის პირველ ნახევარში არ აპირებს ბრძოლას, რის გამოც დროებითი ჩემპიონობის აუცილებლობა შეიქმნა.
ამერიკელ და ინგლისელ მებრძოლებს შორის გამარჯვებული მომავალში სწორედ ქართველ ჩემპიონს დაუპირისპირდება. ეს ნიშნავს იმას, რომ თამაშგარეში აღმოჩნდა არმან ცარუკიანი, რომელიც აქამდე 70 კილოგრამ დივიზიონის ნომერ პირველ ქონთენდერად ითვლებოდა. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ 2026 წლის პირველი ნახევრის ხმაურიანი ბრძოლების ანონსი.















