ოფიციალურად დადასტურდა ილია თოფურიას დაბრუნების თარიღი. მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონს ოქტაგონზე ვიხილავთ 14 ივნისს, ივენთზე, რომელიც თეთრ სახლში გაიმართება. ქართველი ჩემპიონის მოწინააღმდეგე იქნება ჯასტინ გეიჯი, რომელმაც მის არყოფნაში 70 კილოგრამ წონითი დივიზიონის დროებითი ქამარი მოიგო.
"ელ მატადორისა" და ამერიკელი დროებითი ჩემპიონის ბრძოლა ამ ივენთში მთავარი იქნება. რაც შეეხება სხვა ბრძოლებს, პირველ რიგში გამოსარჩევია ალექს პერეირასა და სირილ განის ჩხუბი მძიმე წონითი დივიზიონის დროებითი ქამრისთვის. UFC-ის უწევს ამ ნაბიჯის გადადგმა ტომ ასპინალის თვალის ტრავმის გამო.















