ილია თოფურიას ყოფილმა მეუღლემ სარჩელი უკან გაიტანა და მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას იმ პირობებზე, რაც UFC-ის ჩემპიონმა მას თავიდანვე შესთავაზა. საქმე დახურულია, ქართველი მებრძოლი სპორტს უბრუნდება! შეგახსენებთ, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა "მატადორის" ვარჯიშის ამსახველი კადრები, რითაც ოფიციალური დაბრუნება თავად ჩემპიონმაც დააანონსა.
რაც შეეხება 29 წლის მებრძოლის შემდეგ მეტოქესა და ჩხუბის სავარაუდო თარიღს, მოწინააღმდეგე იქნება ჯასტინ გეიჯი, ვინც მის არყოფნაში პედი პიმბლეტთან მოგებით 70 კილოგრამ წონითი დივიზიონის დროებითი ქამარი მიიღო. თოფურიასა და ამერიკელი მებრძოლის დუელი სავარაუდოთ გაზაფხულის მეორე ნახევარში ან ზაფხულის დასაწყისში შედგება.















