UFC 317-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. ამ გამარჯვებით ის გახდა რიგით მე-10 მებრძოლი UFC-ის ისტორიაში, რომელიც ჩემპიონი ორ წონით დივიზიონში გახდა. შეგახსენებთ, ქართველმა ჩემპიონმა ქამარი ჯერ მოიპოვა ქვემსუბუქში, ახლა კი მსუბუქში.
ეს იყო რიგით მე-17 გამარჯვება "ელ მატადორის" ისტორიაში და ის კვლავ დაუმარცხებელია. შეგახსენებთ იმასაც, რომ მან თავის სამივე საჩემპიონო ჩხუბში ნოკაუტით მოიგო. ბრაზილიელ მებრძოლამდე, 28 წლის ჩემპიონმა გათიშა ალექს ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოუეი.
ბრძოლაზე, შრომაზე, აფხაზეთზე, ჭუბერის ტკივილით სავსე გზაზე, ემიგრაციაზე, დაბრუნებაზე, ისევ ემიგრაციაზე, გამარჯვებაზე, აფხაზეთში დაბრუნების იმედსა და იმაზე, რომ აუცილებლად გაიმარჯვებ თუ ბოლომდე იბრძოლებ, - ამ ყველაფრის შესახებ, გვიყვება ბიოგრაფიული ლიტერატურა “დედა და ილია” - UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი, რომლის ავტორი გიორგი კეკელიძეა.
,,დედა და ილია” SMH Sports-ის პროექტია, რომლის მთავარი სპონსორია apeople, სპონსორი - Gzavnili.com, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ • Georgian National University SEU, მხარდამჭერები - La Gazzetta Dello Sport Georgia, VELI.store, Biblusi • ბიბლუსი.
წიგნის შეძენა ბიბლუსში და ონლაინ VELI.store.ge -ზეა შესაძლებელი.















