ილია თოფურიას მიერ მსუბუქი დივიზიონის ქამრის მოპოვების შემდეგ, საქართველოს UFC-ში ჰყავს კვლავ ორი ჩემპიონი - მერაბ დვალიშვილი 61 კილოგრამში და "ელ მატადორი" 70-ში. საქართველოს გარდა, მხოლოდ ავსტრალიას ჰყავს ამ მომენტისთვის 1-ზე მეტი ჩემპიონი.
საუბარია ალექს ვოლკანოვსკისა და ჯეკ დელა მადალენას შესახებ. საქართველოსა და ავსტრალიის შემდეგ, კაცებში ერთი ჩემპიონი ჰყავთ ბრაზილიას, ინგლისს, რუსეთსა და სამხრეთ აფრიკას. ქალებში კი ასევე 1 ჩემპიონი ჰყავთ აშშ-ს, ჩინეთსა და ყირგიზეთს. ცნობისთვის, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკას კაცი ჩემპიონი არ ჰყავს.
დავუბრუნდეთ ქართველ და ავსტრალიელ ჩემპიონებს, იმის გათვალისწინებით, რომ "ელ მატადორმა" თავის დროზე ქამარი წაართვა "დიდებულს", შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ავსტრალიაზე წინ არის.
ბრძოლაზე, შრომაზე, აფხაზეთზე, ჭუბერის ტკივილით სავსე გზაზე, ემიგრაციაზე, დაბრუნებაზე, ისევ ემიგრაციაზე, გამარჯვებაზე, აფხაზეთში დაბრუნების იმედსა და იმაზე, რომ აუცილებლად გაიმარჯვებ თუ ბოლომდე იბრძოლებ, - ამ ყველაფრის შესახებ, გვიყვება ბიოგრაფიული ლიტერატურა “დედა და ილია” - UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი, რომლის ავტორი გიორგი კეკელიძეა.
,,დედა და ილია” SMH Sports-ის პროექტია, რომლის მთავარი სპონსორია apeople, სპონსორი - Gzavnili.com, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ • Georgian National University SEU, მხარდამჭერები - La Gazzetta Dello Sport Georgia, VELI.store, Biblusi • ბიბლუსი.
წიგნის შეძენა ბიბლუსში და ონლაინ VELI.store.ge -ზეა შესაძლებელი.















