UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა, პიოტრ იანმა წელზე გადაიტანა ოპერაცია და ოქტაგონს რამდენიმე თვით ჩამოშორდა. ეს ინფორმაცია თავად რუსმა მებრძოლმა გაავრცელა. შეგახსენებთ, გეგმაშია მისი და მერაბ დვალიშვილის რიგით მე-3 ჩხუბი, მაგრამ თარიღმა გაურკვეველი ვადით გადაიწია.
"წელზე გავიკეთე ოპერაცია, ცხრა საათის განმავლობაში ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. რამდენიმე თვე და ისევ მწყობრში ვიქნები."
შეგახსენებთ, რომ რუსმა ჩემპიონმა სუპერმსუბუქი დივიზიონის ქამარი დაიბრუნა გასული წლის დეკემბერში, ქართველი ოპონენტის დამარცხებით. "მანქანისა" და იანის მე-3 ჩხუბის სავარაუდო თარიღად განიხილებოდა გაზაფხულის მეორე ნახევარი ან ზაფხულის დასაწყისი.















