UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით დივიზიონში, ილია თოფურიამ განაცხადა, რომ ის 2026 წლის პირველ ნახევარში არ იბრძოლებს. ამ ყველაფრის მიზეზად ქართველმა მებრძოლმა დაასახელა პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემები, რომელიც მას რამდენიმე თვის წინ დაეწყო.
"2026 წლის პირველ ნახევარში არ ვიბრძოლებ, რადგან პირად ცხოვრებაში რთულ პერიოდს გავდივარ. პირველ რიგში მინდა ვკონცენტრირდე ჩემს შვილებზე და ეს სიტუაცია რაც შეიძლება მალე მოვაგვარო.
არ მინდა შევაფერხო დივიზიონი, UFC ყველა საჭირო ჩხუბს მოაწყობს. როგორც კი ყველაფერი მოგვარდება, მე თავად ვაცნობებ ორგანიზაციას, რომ დაბრუნებისთვის მზად ვარ."















