ილია თოფურიამ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა. ახალ ჩემპიონს საამისოდ დასჭირდა სულ რაღაც 2.27 წუთი, რაც ქართველი მებრძოლის ახალი რეკორდი არის UFC-ში. ბრაზილიელ მეტოქესთან ჩხუბამდე, საჩემპიონო ბრძოლაში "ელ მატადორმა" ყველაზე სწრაფად მოუგო ალექს ვოლკანოვსკის, მე-2 რაუნდის 3:32 წუთზე.
28 წლის ჩემპიონის ზოგადი კარიერა რომ ავიღოთ UFC-ში, "დუ ბრონქსამდე", ყველაზე მოკლე დროში მას დამარცხებული ჰყავდა დეიმონ ჯექსონი, 2:38 წუთში. როგორც ვხედავთ, თოფურიამ გააუმჯობესა პირადი რეკორდი, როგორც საჩემპიონო ჩხუბებში, ისე ზოგადად UFC-ში გატარებულ კარიერაში.
საინტერესოა ისიც, რომ UFC-ში მოხვედრამდე, ქართველმა მებრძოლმა სხვადასხვა პრომოუშენებში ოთხ მოწინააღმდეგეს პირველივე წუთზე მოუგო. ესენი არიან ბრაიან ბულანდი, ქალილ მარტინ ელ შალიბი, ლუის გომესი და დანიელ ვასკესი.















