ვისაც ერთხელ მაინც, რამდენიმე წუთით, უნახავს ძმების ბრძოლა მარტივი მისახვედრია, რომ ორივეს საოცარი ინდივიდუალიზმი და ინტელექტი გააჩნია.
“დედა და ილია” - წიგნს ილია თოფურიას დედისა და ოჯახის ცხოვრების შესახებ, როცა წაიკითხავ დაახლოებით ხვდები, რანაირად შეიძლება ჰქონდეთ თოფურიებს განუსაზღვრელი ძალა და მოტივაცია. დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია 4 შვილის დედაა და შვილებისთვის ყოველთვის განსაკუთრებული მოტივატორია.
ალექსანდრე თოფურიას დებიუტი UFC-ში, ძმების ჩემპიონური ძმობა, ქართველი მებრძოლების ერთიანობა და შემართება, - ამ თემების შესახებ, La Gazzetta dello Sports Georgia-სთან ინტერვიუში ილია და ალექსანდრე თოფურიების დედამ, ინგა ბენდელიანმა-თოფურიამ ისაუბრა:
- გილოცავთ ალექსანდრეს გამარჯვებას, წარმატებას გისურვებთ. ილიას აქამდეც არაერთხელ უბრძოლია, როგორი იყო UFC-ში ალექსანდრეს ბრძოლის მოლოდინი?
- ძალიან დიდი ხანია ველოდებით ალექსანდრეს დებიუტს, ის ყველაზე მეტად იმსახურებს ამ ორგანიზაციაში ყოფნას. ალექსანდრე არის უერთგულესი ადამიანი და ოჯახისთვის თავგანწირული, რომელსაც საკუთარი ეგო არ აქვს ჩართული. ილიას ბრძოლის დროს სხვა განცდები მაქვს, ალექსანდრეზე სხვანაირი. ალექსანდრე და ილია ერთმანეთთან ტყუპებივით არიან, ერთნაირი ხასიათი აქვთ.
- “დეე, არ ინერვიულო გამარჯვებით დავბრუნდებით,” - ილიამ ვიდეოთი მოგმართათ ალექსანდრეს ბრძოლამდე, როგორი ემოცია გქონდათ?
- რომ დავიწყო ზუსტად იმ წერტილიდან, საიდანაც ილიას და ალექსანდრეს სპორტული ინტერესი დაიწყო, ჩემმა მეუღლემ ნახა ესპანელი მწვრთნელები. ჩვენ ვიცოდით, რომ ორივეს განსაკუთრებული სპორტული ნიჭი და ძალა ჰქონდა. ბავშვობაში, რაც შეიძლებოდა ალექსანდრეს ერთ დღეში ესწავლა, ილიას ჭირდებოდა, სავარაუდოდ, 2 დღე. ილიას მეტი შრომის ჩადება სჭირდებოდა. ყოველთვის ვიცოდით, რომ მათი ნიჭი და სპორტის მიმართ დამოკიდებულება პროფესიონალიზმში გადავიდოდა. შეჩვეულები ვიყავით და მთავარი მიზანი იყო, ალექსანდრე და ილია ყოფილიყვნენ წარმატებული სპორტსმენები.
- ცნობილია, რომ საოცარი მოტივაციის უნარი გაქვთ, როგორ ახერხებთ მოტივაციის მიცემას შვილებისთვის ბრძოლის წინ?
- წონის კლების დროს თქვენთან რა ხდება?
- რომ მეკითხებიან რა არის უფრო რთული, სულ ვამბობ, ჩემი შვილები, რომ შედიან ოქტაგონზე დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმს ჩადებენ გამარჯვებისთვის და ზუსტად იციან სად შედიან, მაგრამ წონის კლება ბევრად უფრო რთული მომენტია ჩემთვის. ახლა ალექსანდრეს შემთხვევაში, ბევრად უფრო მშვიდად ვიყავი, იმიტომ რომ ილაისთან ერთად ეს ყველაფერი მთელმა ოჯახმა გამოვიარეთ და ამ ყველაფრის მართვა ვისწავლეთ. დღეებს ვითვლი ახლა ასე იქნება, ორშაბათს იწყება წონის კლება, ხუთშაბათს წყალს არ დალევს, პარასკევი თენდება და უკვე ჩააბარებს წონას, მერე ვფიქრობ, აწონის მერე პირველად წყალს როდის დალევს. მე ჩემ შვილებთან ერთად გავდივარ იმავე გზას, რა თქმა უნდა, ფიზიკურად იქ არ ვარ, მე არ ვშიმშილობ მათ ნაცვლად. ყველა მშობელს მინდა ვუთხრა, რომ შენი ნერვიულობა გადადის შვილებზე, ენერგეტიკა არის ყველაფერი, რაც ადამიანს მართავს, ყველაფერს გრძნობენ. ყველაზე მეტად წონის კლება უჭირთ, ამ დროს დედამ უნდა იცოდე, რომ შენი დადებითი აურა გადასცე. ნერვიულობაც მოზომილი უნდა გქონდეს. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, ინგა დამშვიდდი, შეიძლება შვილებმა იგრძნონ როგორ ხარ. საბოლოოდ, ძალიან ამაყი ვარ, რომ ყველაფერი ასეა და მჯერა კიდევ უფრო კარგად იქნება.
- რა გითხრეს ილიამ და ალექსანდრემ ალექსანდრეს გამარჯვების შემდეგ?
- ტრადიციულად გამარჯვების შემდეგ რეკავენ, როცა მივულოცეთ პირველი რაც იკითხა ალექსანდრემ, ასევე კითხულობს ხოლმე ილიაც, - როგორ მოგეწონათ ბრძოლა? როგორი იყო? - ალექსანდრეს ისეთი დებიუტი ჰქონდა, როგორიც უნდა ყოფილიყო. შესაძლოა, ზოგი სხვა რამეს ელოდა, მაგრამ იმდენად სწორად და კარგად გააკეთა ყველაფერი, ვუთხარი, რომ ყველაფერი ძალიან მოგვეწონა, ან რა უნდა გვეთქვა იმის გარდა, რომ - ბრავო, ამხელა სიხარული გვაჩუქა და მოიტანა ადრენალინი, რომელიც თანდათან უფრო გაიზრდება.
როცა დედა ხარ ემოციას ვერ გააკონტროლებ, მაგრამ მე თუ ჩემი შვილების ჩხუბს, როგორც გულშემატკივარი შევხედავ, გეტყვით, რომ ილიას განსაკუთრებული ნიჭი აქვს, MMA-ში ფენომენია. ალექსანდრეს დებიუტამდე ყველას ვეუბნებოდი, რომ ორივე ძალიან ნიჭიერია და ალექსანდრეს აქვს განსაკუთრებული უნარები, რომელიც კიდევ გამოჩნდება. ვთქვი, რომ სადებიუტო ბრძოლა იქნებოდა ძალიან ფრთხილი, ძალიან ჭკვიანური, ალექსანდრე ანახებს ყველაფერს, რაც შეუძლია, დებიუტში ალექსანდრემ დაწერა გეგმა, მე შემიძლია ჭიდაობა, შემიძლია ფეხზე დგომი, მე ვარ ალექსანდრე. შემდეგ ბრძოლებში ალექსანდრე გააქტიურებს მის უნარებს. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერთან ერთად, ალექსანდრეს აქვს ქოუჩინგის ნიჭი და საერთო ჯამში ორივე მაღალი სპორტული ინტელექტის მქონეა.
- სხვა ქართველ მებრძოლებს ხშირად ამხნევებთ…
- თუ სხვისი წარმატება არ გიხარია შენი წარმატება წარმატებული ვერ იქნება. ჩემთვის UFC-ის ყურება მერაბ დვალიშვილით დაიწყო, სულ ვგულშემატკივრობდი. ყველას ვეუბნებოდი, რომ მერაბი ქართველია, მაშინ არც ვიცნობდი. შემდეგ ილია UFC-ში მოხვდა, დაახლოვდნენ, მერაბი გავიცანი, ჩვენთანაც იყო ალიკანტეში. ძალიან მშრომელი, კარგი მებრძოლი და ამ ყველაფერთან ერთად კარგი პიროვნებაა. გურამ ქუთათელაძის დედა ჩემი ბავშვობის მეგობარია, გურამისა და ალექსანდრეს მეგობრობა კიდევ სხვა თემაა. არაჩვეულებრივი ბიჭები არიან და ძალიან მახარებს მათი ერთმანეთის მიმართ გამოჩენილი თანადგომა.

ყველაზე ჯანსაღი ატმოსფერო და ურთიერთობა, ამ ბიჭებშია, მათი ერთიანობა სამაგალითოა, ფიზიკურად თუ ერთად არ არიან სულ ხაზზე არიან და ერთმანეთს ამხნევებენ. მეც სულ ჩართული ვარ ვინმეზე რამე არ გამომრჩეს, ახლა რომან დოლიძის ჩხუბია და ამაზე გადავერთვებით. ამ ბიჭების ყველა სიტყვა ერთმანეთისთვის დიდი ძალაა. მე, როგორც დედა ყველას ვეკონტაქტები. ეს ერთიანობა უმნიშვნელოვანესია. ესენი სადაც არიან აკეთებენ თავის საქმეს და უზომოდ უყვართ თავისი სამშობლო.
- ქართველ ხალხს ყოველთვის მინდა ვუთხრა, რომ მე ვერ გადმოვცემ როგორ მიყვარს ჩემი ხალხი და მათი ყველა სიტყვა. ყველას ვერ ვპასუხობ ხოლმე, თუმცა მინდა ყველამ იცოდეს, მადლობას ვუხდი, გაშლილი ხელებით. მე მინდა ყველა ქართველი დედა იყოს ბედნიერი და ისევე იამაყონ თავისი შვილებით, როგორც მე. ასევე ვისურვებ, რომ მათი შვილების გამარჯვებითა და წარმატებით მეც ვიამაყო, ასევე მადლობა მეთქვას მათთვის. ყველა მიყვარს და ყველა გულშემატკივარს ვიცნობ და ვგრძნობ, რატომ არიან ასეთი ამაყები, ხალხს ერთიანობა მოსწყურდა. ჩემთვის ეს ძალა ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მაძლევს ძალას და მოტივაციას თუ რამე შემიძლია ყველას გვერდით დავუდგე.
ბრძოლების წინ, მე უფრო მეტი ადამიანი მამხნევებს, ვიდრე ილიას და ალექსანდრეს. შენ იმსახურებ ილიამ/ალექსმა მოიგოს. ჩემი სიტყვა - “მოვა დრო და ამ ბიჭებით აუცილებლად იამაყებთ” გამართლდა. მე ერთი ჩვეულებრივი დედა ვარ, რომელსაც ცოტათი უფრო წარმატებული შვილები ჰყავს.
- მჯერა ლაივის დროს კადრში ეძებდა ჩემ კომენტარსაც. რა თქმა უნდა, იცის როგორია ჩემი დამოკიდებულება. ხშირად არ ვავლენ ემოციებს, თუმცა დედა ვარ და სხვა განცდები მაქვს. ძალიან გამიხარდა ილიას მომართვა. პირველი, რაც ვიფიქრე იყო ის, რომ რამდენი შვილი ნახავს და აქ მთავარია, ვინც არ უნდა იყო, რა სიმაღლეზეც არ უნდა ახვიდე, დედამიწაზე არის ერთი ადამიანი, ვის წინაშეც გაქვს გარკვეული პასუხისმგებლობა და მას შეახსენო, გახსოვს, იცი და მისთვისაც მნიშვნელოვანია ის ერთი სიტყვა, დასაწყნარებლად. ეს იყო ჩემთვის სიამაყე, რომ ახალგაზრდებს მისცა მაგალითი პატივი სცენ მშობლებს.
- ბავშვობაში ალექსანდრეს და ილიას სპორტით დაკავება ჰობი იყო თუ მიზანი?
- რომ დავიწყო ზუსტად იმ წერტილიდან, საიდანაც ილიას და ალექსანდრეს სპორტული ინტერესი დაიწყო, ჩემმა მეუღლემ ნახა ესპანელი მწვრთნელები. ჩვენ ვიცოდით, რომ ორივეს განსაკუთრებული სპორტული ნიჭი და ძალა ჰქონდა. ბავშვობაში, რაც შეიძლებოდა ალექსანდრეს ერთ დღეში ესწავლა, ილიას ჭირდებოდა, სავარაუდოდ, 2 დღე. ილიას მეტი შრომის ჩადება სჭირდებოდა. ყოველთვის ვიცოდით, რომ მათი ნიჭი და სპორტის მიმართ დამოკიდებულება პროფესიონალიზმში გადავიდოდა. შეჩვეულები ვიყავით და მთავარი მიზანი იყო, ალექსანდრე და ილია ყოფილიყვნენ წარმატებული სპორტსმენები.

- ცნობილია, რომ საოცარი მოტივაციის უნარი გაქვთ, როგორ ახერხებთ მოტივაციის მიცემას შვილებისთვის ბრძოლის წინ?
- მშობლებიც ხშირად მეკითხებიან და მე სულ ვამბობ, ჩვენ, რაც ჩვენ შვილებში დავინახეთ, ხელი შევუწყვეთ. თვითონაც ცდილობდნენ და ნიჭი გამოიყენეს. ალექსანდრე ძალიან კარგად ცეკვავდა, თუმცა სპორტი აირჩია. თუ ბავშვს სურს მშობელმა პირობა უნდა შეუქმნას, რომ მას კიდევ მეტად უნდოდეს. ახლა უკვე, როცა პროფესიონალი სპორტსმენები არიან და ერთად დიდი გზა გავიარეთ, მე, როგორც დედამ ყველაფერი გავაკეთე. ახლა უკვე დამოუკიდებელი ადამიანები არიან, თუმცა ყველა გზა გარკვეულწილად, დედასთან მოდის. სადაც ჭირდებათ ჩემი თავი ყველგან ვარ, საჭირო რომ იყოს და შეიძლებოდეს, მეც შევალ ოქტაგონზე და მათთან ერთად ვიბრძოლებ, - ზუსტად ეს შემართება უნდა დაინახონ, რომ შენ კი არ წუწუნებ, რა თმა უნდა, რთული სპორტია და ვნერვიულობ ბრძოლების დროს. შესაძლოა, ერთმა დარტყმამ მათ მოწინააღმდეგეს ან ჩემ შვილებს დიდი ტკივილი მიაყენოს, მე როგორც ჩემ შვილებზე ასევე მათ მოწინააღმდეგეებზე ვნერვიულობ, რომ ჩემი შვილებისგან რამე ისეთი არ მოხდეს. ამიტომაც ჩემს ემოციებს მაქსიმალურად ვმართავ და ვცდილობ არ გამოვხატო, რასაც ვგრძნობ მხოლოდ მე ვიცი.
- წონის კლების დროს თქვენთან რა ხდება?
- რომ მეკითხებიან რა არის უფრო რთული, სულ ვამბობ, ჩემი შვილები, რომ შედიან ოქტაგონზე დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმს ჩადებენ გამარჯვებისთვის და ზუსტად იციან სად შედიან, მაგრამ წონის კლება ბევრად უფრო რთული მომენტია ჩემთვის. ახლა ალექსანდრეს შემთხვევაში, ბევრად უფრო მშვიდად ვიყავი, იმიტომ რომ ილაისთან ერთად ეს ყველაფერი მთელმა ოჯახმა გამოვიარეთ და ამ ყველაფრის მართვა ვისწავლეთ. დღეებს ვითვლი ახლა ასე იქნება, ორშაბათს იწყება წონის კლება, ხუთშაბათს წყალს არ დალევს, პარასკევი თენდება და უკვე ჩააბარებს წონას, მერე ვფიქრობ, აწონის მერე პირველად წყალს როდის დალევს. მე ჩემ შვილებთან ერთად გავდივარ იმავე გზას, რა თქმა უნდა, ფიზიკურად იქ არ ვარ, მე არ ვშიმშილობ მათ ნაცვლად. ყველა მშობელს მინდა ვუთხრა, რომ შენი ნერვიულობა გადადის შვილებზე, ენერგეტიკა არის ყველაფერი, რაც ადამიანს მართავს, ყველაფერს გრძნობენ. ყველაზე მეტად წონის კლება უჭირთ, ამ დროს დედამ უნდა იცოდე, რომ შენი დადებითი აურა გადასცე. ნერვიულობაც მოზომილი უნდა გქონდეს. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, ინგა დამშვიდდი, შეიძლება შვილებმა იგრძნონ როგორ ხარ. საბოლოოდ, ძალიან ამაყი ვარ, რომ ყველაფერი ასეა და მჯერა კიდევ უფრო კარგად იქნება.

- რა გითხრეს ილიამ და ალექსანდრემ ალექსანდრეს გამარჯვების შემდეგ?
- ტრადიციულად გამარჯვების შემდეგ რეკავენ, როცა მივულოცეთ პირველი რაც იკითხა ალექსანდრემ, ასევე კითხულობს ხოლმე ილიაც, - როგორ მოგეწონათ ბრძოლა? როგორი იყო? - ალექსანდრეს ისეთი დებიუტი ჰქონდა, როგორიც უნდა ყოფილიყო. შესაძლოა, ზოგი სხვა რამეს ელოდა, მაგრამ იმდენად სწორად და კარგად გააკეთა ყველაფერი, ვუთხარი, რომ ყველაფერი ძალიან მოგვეწონა, ან რა უნდა გვეთქვა იმის გარდა, რომ - ბრავო, ამხელა სიხარული გვაჩუქა და მოიტანა ადრენალინი, რომელიც თანდათან უფრო გაიზრდება.
როცა დედა ხარ ემოციას ვერ გააკონტროლებ, მაგრამ მე თუ ჩემი შვილების ჩხუბს, როგორც გულშემატკივარი შევხედავ, გეტყვით, რომ ილიას განსაკუთრებული ნიჭი აქვს, MMA-ში ფენომენია. ალექსანდრეს დებიუტამდე ყველას ვეუბნებოდი, რომ ორივე ძალიან ნიჭიერია და ალექსანდრეს აქვს განსაკუთრებული უნარები, რომელიც კიდევ გამოჩნდება. ვთქვი, რომ სადებიუტო ბრძოლა იქნებოდა ძალიან ფრთხილი, ძალიან ჭკვიანური, ალექსანდრე ანახებს ყველაფერს, რაც შეუძლია, დებიუტში ალექსანდრემ დაწერა გეგმა, მე შემიძლია ჭიდაობა, შემიძლია ფეხზე დგომი, მე ვარ ალექსანდრე. შემდეგ ბრძოლებში ალექსანდრე გააქტიურებს მის უნარებს. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერთან ერთად, ალექსანდრეს აქვს ქოუჩინგის ნიჭი და საერთო ჯამში ორივე მაღალი სპორტული ინტელექტის მქონეა.
- სხვა ქართველ მებრძოლებს ხშირად ამხნევებთ…
- თუ სხვისი წარმატება არ გიხარია შენი წარმატება წარმატებული ვერ იქნება. ჩემთვის UFC-ის ყურება მერაბ დვალიშვილით დაიწყო, სულ ვგულშემატკივრობდი. ყველას ვეუბნებოდი, რომ მერაბი ქართველია, მაშინ არც ვიცნობდი. შემდეგ ილია UFC-ში მოხვდა, დაახლოვდნენ, მერაბი გავიცანი, ჩვენთანაც იყო ალიკანტეში. ძალიან მშრომელი, კარგი მებრძოლი და ამ ყველაფერთან ერთად კარგი პიროვნებაა. გურამ ქუთათელაძის დედა ჩემი ბავშვობის მეგობარია, გურამისა და ალექსანდრეს მეგობრობა კიდევ სხვა თემაა. არაჩვეულებრივი ბიჭები არიან და ძალიან მახარებს მათი ერთმანეთის მიმართ გამოჩენილი თანადგომა.

ყველაზე ჯანსაღი ატმოსფერო და ურთიერთობა, ამ ბიჭებშია, მათი ერთიანობა სამაგალითოა, ფიზიკურად თუ ერთად არ არიან სულ ხაზზე არიან და ერთმანეთს ამხნევებენ. მეც სულ ჩართული ვარ ვინმეზე რამე არ გამომრჩეს, ახლა რომან დოლიძის ჩხუბია და ამაზე გადავერთვებით. ამ ბიჭების ყველა სიტყვა ერთმანეთისთვის დიდი ძალაა. მე, როგორც დედა ყველას ვეკონტაქტები. ეს ერთიანობა უმნიშვნელოვანესია. ესენი სადაც არიან აკეთებენ თავის საქმეს და უზომოდ უყვართ თავისი სამშობლო.
- რას ეტყვით გულშემატკივრებს?