კორი სენდჰეგენის დამარცხებისა და საჩემპიონო ქამრის დაცვის შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩემპიონმა ქამარი ერთ კალენდარულ წელიწადში მესამედ დაიცვა.
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველაფერს ახლა ვიწყებ. ჩვენ, ქართველები, მებრძოლი ხალხი ვართ. ქაოსური მებრძოლი ვარ, თუმცა ტექნიკურად ვვითარდები. ხალხს ჰგონია, რომ მოჭიდავე ვარ, მაგრამ მე ძიუდოდან მოვდივარ. მქონდა უცნაური სტილი და ყველაფრის შეცვლა მომიწია.
ამერიკაში რომ ჩამოვედი, ჯერ ვვარჯიშობდი კრივის დარბაზში, სანამ სერა-ლონგოს გუნდი აღმოვაჩინე. მაშინ ჯერ მშენებლობაზე ვმუშაობდი, ახლა კი პროფესიონალი მებრძოლი ვარ და მუდმივად განვითარებაზე ვფიქრობ", - განაცხადა "მანქანამ".















