მერაბ დვალიშვილი UFC 323-ზე საჩემპიონო ბრძოლაში პიოტრ იანთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბს გიგა ჭიკაძე გამოეხმაურა:
"გამარჯვება, მარცხი თუ ფრე - მერაბ დვალიშვილი ქართველი ლეგენდაა! დიდების დარბაზის მომავალი წევრი."
შეგახსენებთ, რომ თავად "ნინძას" ასევე ელის ბრძოლა უახლოეს მომავალში. 14 დეკემბერს, წლის უკანასკნელ ივენთზე მისი მოწინააღმდეგე კევინ ვალეხოსი იქნება.















