10 მედალი, 4 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო, - ასეთი შედეგი დააფიქსირეს ქართველმა კუდოისტებმა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იუნიორთა შორის.
შეჯიბრება 16, 14 და 12 წლამდე კუდოისტთა შორის სხვადასხვა კატეგორიაში გაიმართა.
ჩემპიონები დიმიტრი ბერაია (-53 კგ. U 16), საბა მარკელია (-58 კგ. U 16), ნიკოლოზ ჟვანია (-63 კგ. U 16) და ანდრია ზუხბაია (-68 კგ. U 16) გახდნენ.
ვერცხლის მედლები ბარბარე რეხვიაშვილმა (-36 კგ. U12), არჩილ ხუბუტიამ (-36 კგ. U12), ილია ახალაიამ (-40 კგ. U14) და ავთანდილ ტყეშელაშვილმა (-53კგ. U16) მოიპოვეს.
ბრინჯაოს მედლები იოანე შონიას ( +62 კგ. U14) და გუკა ხუბუტიას (-48 კგ. U16) ანგარიშზეა.














