მიუხედავად იმისა, რომ იგი დგომის სპეციალისტი არაა, ეს ასპექტიც კარგად გამოდის და შეუძლია კარგ კიკბოქსიორს დგომშიც გაუჩერდეს და საკმაოდ სანახაობრივი ბრძოლა გვანახოს. რობერტ უიტეკერის დიდებული კიკბოქსინგი და კარგი თეიქდაუნ დიფენსი გარკვეულ ფანთა ნაწილში ტოვებდა იმ ეჭვს, რომ ხამზატი რობერტთან წააგებდა, მაგრამ კავკასიელმა კონტენდერმა ისინი თავიანთი აზრის საპირისპიროდ დაარწმუნა.
ხამზატის ზოგადი საბრძოლო უნარების მიუხედავად, მაინც არსებობს ერთი საბედისწერო დეტალი, რომელიც ამ სპორტსმენს უდიდეს პრობლემებს უქმნის - ეს არის მისი სუსტი იმუნიტეტი და ჯანმრთელობა. ამ პრობლემის გამო ჩეჩენ ათლეტს კარიერა წესით 2021 წელს უნდა დაუსრულებინა, რადგან მას ექიმების ურაველსობა ეუბნებოდა, რომ სპორტისთვის თავი უნდა გაენებებინა. როგორც თვითონ გვამცნობს, მედიცინის პოზიცია მის ჯანმრთელობაზე ისევ უცვლელია. მიუხედავად ამისა ჩიმაევი სულისკვეთებას მაინც არ კარგავს და თავისი სუსტი ორგანიზმით მაინც ახერხებს იმას, რომ შეუდარებელი შედეგი დადოს.
“მე ხშირად ვხდები ავად, ბოლო პერიოდში დაახლოებით 5-6 ოპერაცია გავიკეთე, 7-8 მოტეხილობა მქონდა. ექიმები მეუბნებიან, რომ შენ ჩხუბს ვეღარ შეძლებ, ამიტომ მე ვცდილობ დავამტკიცო ის, რომ მე ეს შემიძლია." - საუბრობს ხამზატი ერთ-ერთ ინტერვიუში.
როგორც მან განაცხადა, ეს პრობლემა ბევრად მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე მისი ნებისმიერი ოპონენტი გალიაში.

ამჟამად UFC მუშაობს მისი და ამჟამინდელი ჩემპიონის - დირკუს დუ პლესისის შეხვედრაზე, რომელიც ფანებში ძალიან დიდ ინტერესს ბადებს. მისი დაუზოგავი შრომის და შეუდარებელი ბრძოლების გამო, გულშემატკივართა ძალიან დიდი ნაწილი თვლის, რომ მისთვის საჩემპიონო ბრძოლა სრულიად დამსახურებული იქნება.
დიდი ალბათობით, ხამზატ ჩიმაევის სატიტულო დაპირისპირებას 9 თებერვალს, UFC-312-ის ღონისძიებაზე ვიხილავთ.