"მანქანა ვარ, თუმცა როდესაც ამ ბრძოლას დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი - ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო. დღეს თავს კარგად ვგრძნობდი. ბრძოლისთვის კარგი მომზადებაა საჭირო, მე კი დაზიანება მქონდა. ფეხზე ინფექცია მქონდა და ზურგი მაწუხებდა.
გამომდინარე იქიდან, რომ მოსამზადებელი კემპის დროს ტრავმირებული ვიყავი, საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, რადგან ოქტაგონზე ყველაფერი დავდე, რაც შემეძლო", - განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა.

















