იმისთვის რომ საქართველოს ნაკრებმა გერმანიაში გასამართ ევრო 2024-ზე იასპარეზოს მარტში 2 თამაშის მოგებაა საჭირო.
პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს, საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის 21 მარტს, ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს. მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს საქართველოში ეთამაშება. სწორედ ეს მატჩი გადაწყვეტს ვინ მიიღებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს.
C პლეი-ოფის გამარჯვებული, ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საგზურს მიიღებს, ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.












