ჯონ ჯონსი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ UFC-ის თეთრი სახლის ივენთზე ის არ იქნება. იყო საუბრები, თითქოს ალექს პერეირას მეტოქე უნდა ყოფილიყო სწორედ ამერიკელი ექს-ჩემპიონი და არა სირილ განი.
"მოგესალმებით ყველას. მინდა დანა უაითის კომენტარებს გამოვეხმაურო, რადგან სიმართლე ჩემთვის და ჩემი გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანია. დანა, იმის გამო ბრაზობ, რომ მე თეთრი სახლის ქარდზე არ ვარ, მაგრამ ამ ყველაფერს ფარდა ავხადოთ. ჩემი გუნდი და მე აღნიშნული ჩხუბის თაობაზე მოლაპარაკებას ვაწარმოებდით, თან - ნამდვილს.
მეტიც, იმაზე ნაკლები თანხა მოვითხოვე, ვიდრე პირველად მსურდა და რა მივიღე საპასუხოდ? უფრო ნაკლები შემომთავაზეთ. კი, ართრიტი მაწუხებს და მტკივა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვიჩხუბებდი. მაშინ პირდაპირ ვიკითხავ: თუ ცოტა ფულს დავთანხმდებოდი, ჯანმრთელი ვიქნებოდი, თეთრი სახლის ქარდზე ვიჩხუბებდი?
გასულ კვირას ვიმკურნალე და მომზადებას ზუსტად დღეს ვიწყებდი. მესმის ბიზნესია და მოლაპარაკებები იშლება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საჯაროდ ტყუილები უნდა ისაუბრო. მას შემდეგ, რაც ყველაფერი მივეცი UFC-ის, წლები, ქამრის დაცვები, ჩხუბები, იმის მოსმენა, რომ “დასრულებული ვარ”, გულდასაწყვეტია.
განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გასულ კვირას UFC-იმ დამირეკა და თეთრი სახლის ქარდზე ბრძოლა შემომთავაზა. თუ UFC-ი მართლა ფიქრობს, რომ დავსრულდი, მაშინ პატივისცემით მოვითხოვ, რომ ორგანიზაციიდან გამათავისუფლოთ. არანაირი ლაპარაკი და არანაირი თამაშები. მადლობა ფანს, რომელიც ხვდება, თუ რა ხდება".















