UFC 317-ის დასრულების შემდეგ, P4P რეიტინგი განახლდა, სადაც ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევს გადაუსწრო და პირველი ნომერი გახდა.
განახლებული რეიტინგის სამეულში ორი ქართველი მებრძოლია — მსუბუქი წონი მოქმედი ჩემპიონი, ილია თოფურია პირველია, ხოლო სუპერმსუბუქი წონის ქამრის მფლობელი, მერაბ დვალიშვილი მესამე ადგილს იკავებს.
UFC-ის გაერთიანებული რეიტინგის TOP 10
- ილია თოფურია
- ისლამ მახაჩევი
- მერაბ დვალიშვილი
- დრიკუს დუ პლესი
- ალეშანდრე პანტოჟა
- ალექსანდერ ვოლკანოვსკი
- მაგომედ ანკალაევი
- ჯეკ დელა მადალენა
- ტომ ასპინალი
- ალექს პერეირა
შეგახსენებთ, რომ UFC 317-ის მთავარ ბრძოლაში, ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეიერა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.















