UFC 323-ის მთავარ ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ბრძოლა გამოდგა საკმაოდ ახლო და თანაბარი, მაგრამ მეტოქის დაზიანების მხრივ უპირატესობა რუს მებრძოლს ჰქონდა. სამწუხაროდ, დასრულდა რეკორდული სერია, რომელსაც ქართველი ექს-ჩემპიონი უმიზნებდა.
შეგახსენებთ, რომ "დაუნდობელის" დამარცხების შემთხვევაში "მანქანა" გახდებოდა ერთადერთი მებრძოლი UFC-ის ისტორიაში, რომელიც საჩემპიონო ქამარს ერთ კალენდარულ წელიწადში 4-ჯერ დაიცავდა. ამის გარდა, დასრულდა 34 წლის ექს-ჩემპიონის მოგებათა სერია, რომელიც 14 გამარჯვებას მოიცავდა.















