ბენუა God of War სენ-დენი
სენ-დენი დასტინ პორიესთან ბრძოლის წინ ძალიან პოპულარული გახდა. მან ფავორიტადაც კი გახსნა დასტინთან ბრძოლა და ძალიან ბევრი ფიქრობდა, რომ ის ამ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვებას მოახერხებდა. მან ძალიან კარგად იბრძოლა, თუმცა დასტინმა იგი მძიმედ დაანოკაუტა. UFC-ის რინგზე ბენუას 5 გამარჯვება აქვს - აქედან ორი გამორჩეულია. ტიაგო მოიზესი მან მეორე რაუნდში დააფინიშა. მოიზესი ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს გამორჩეული ოსტატია, თუმცა, ფრანგმა სწორედ მიწაზე შეძლო მასთან გამარჯვების მოპოვება. ასევე აღსანიშნავია, მისი ბრძოლა ფრევოლასთან, რომელსაც სენ-დენიმ პირველივე რაუნდში ბრუტალური ნოკაუტით სძლია.
ბენუა სენ-დენის ძლიერი მხარე ჭიდაობაა, როგორც დგომში, ასევე პარტერში. ის ახერხებს, რომ მეტოქეები გადაიყვანოს მიწაზე და შემდგომ მძიმე დარტყმებით ან მტკივნეულ-მახრჩობელა ილეთებით ბრძოლა ნაადრევად დაამთავროს. ის დგომშიც საკმაოდ ბრუტალურია, თუმცა მის ძალას თან ახლავს გარკვეული მინუსები, როგორიც არის საკმაოდ ღიად ყოფნა გაცვლებში - მისი პრობლემაა კარდიოც. ფრანგს საკმაოდ დიდი კუნთოვანი მასა და აგრესიული სტილი აქვს, შესაბამისად, მას ჩვეულებრივზე ბევრად მეტი ენერგია სჭირდება. მეორე-მესამე რაუნდებში სენ-დენი, როგორც წესი, ისეთივე ეფექტური ვეღარ არის როგორიც ბრძოლის დასაწყისში.

რენატო Money მოიკანო
რენატო მოიკანო UFC-ის როსტერში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მებრძოლია. მიუხედავად იმისა, რომ UFC-ში უკვე 10 წელია იბრძვის, პოპულარობის მოპოვება ბოლო დროს მოახერხა. თამამად ვიტყვი, რომ იგი ფრანგზე ბევრად გამოცდილია. თავდაპირველად ასპარეზობა მან Featherweight-ში დაიწყო, სადაც ხაბიბის თანაგუნდელი ზუბაირა ტუხუგოვი, ჯერემი სტივენსი, კელვინ კატარი და კაბ სვანსონიც დაამარცხა. ასევე, მოიკანომ რინგი გაიზიარა ჯერ კიდევ დაუმარცხებელ ბრაიან ორტეგასთან, მარცხი არ გააჩნდა. მოიკანოს უბრძოლია ლეგენდარულ ჟოზე ალდოსთანაც კი.
მიუხედავად იმისა, რომ ქვემსუბუქ წონაში ცუდი კარიერა არ ჰქონია, ჩემთვის მოიკანო მსუბუქ წონაში ბევრად კარგად გამოიყურება. მან მარცხი განიცადა რაფაელ ფიზიევთან, მაშინ როდესაც Lightweight-ში ახალი გადმოსული იყო და ასევე რაფაელ დოს ანიოსთან, 5-რაუნდიან ბრძოლაში ყოფილ ჩემპიონთან, რომელსაც სულ რამდენიმე დღით ადრე დათანხმდა. ჩემთვის, მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე ფაქტი. მოიკანომ 70 კგ-ში დაამარცხა დრიუ დობერი და ალექსანდერ ერნანდესი. ეს ორი მებრძოლი იმიტომ გამოვყავი, რომ ორივე ფიზიკურად ძალიან ძლიერია, ისივე როგორც სენ-დენი. ასევე, რაფაელ დოს ანიოსთანაც საკმაოდ კარგად იდგა, მიუხედავად იმისა, რომ დოს ანიოსიც, როგორც Welterweight-ის ყოფილი მებრძოლი, ფიზიკურად ასევე ძალიან ძლიერია.
ძალაში მოიკანო ცხადია დაიჩაგრება ფრანგთან, თუმცა არის მეორე ფაქტორი. ბრაზილიელი შეიძლება დაიჩაგროს პირველი ორი ან მაქსიმუმ სამი რაუნდის განმავლობაში. რომ არა საჩემპიონო რაუნდები, ფრანგისკენ გადავიხრებოდი, მაგრამ 5-რაუნდიან ბრძოლაში, ვფიქრობ მოიკანო შეძლებს ბრძოლაში გამარჯვების მოპოვებას.

მოიკანო უფრო სწრაფია, უფრო გამოცდილი და გამძლე. როგორც ვთქვი, სენ-დენის ძლიერი მხარე ჭიდაობა და გრეპლინგია. ვფიქრობ, ფრანგს არ გაუჭირდება თეიქდაუნის აღება, მაგრამ მიწაზე რამდენად იპოვის ფინიშს რთული სათქმელია, რადგან არაერთი ძლიერი მებრძოლიდან მხოლოდ ორტეგამ შეძლო მოიკანოს მახრჩობელაზე დაჭერა მხოლოდ ორტეგამ შეძლო. ვფიქრობ, თავდაპირველ რაუნდებში მოიკანო დგომში გაცვლებს უნდა უფრთხილდეს, მაგრამ რაც დრო გავა ფრანგის დარტყმები ძალასაც დაკარგავს და უფრო გაიხსენება კიდეც, აქ კი ბრაზილიელს შანსი მიეცემა. უნდა ითქვას ისიც, რომ მოიკანო დარტყმებს ატარებს. მის უკანასკნელ ბრძოლაში ჯალინ ტერნერს 1 წამი დააკლდა რენატოს დასანოკაუტებლად, თუმცა მოიკანომ შეძლო, კონდიციები აღიდგინა და მეორე რაუნდში ტერნერი დააფინიშა. საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ გამოცდილება და გამძლეობა თავისას იზამს და მოიკანო სახლში გამარჯვებული წავა.
იმავოვი Vs ალენი - Co-Main Event.
ეს ის შემთხვევაა როდესაც ქო-მეინ ივენთის ბრძოლაში ბევრად მეტი დევს სასწორზე ვიდრე მთავარ ბრძოლაში. იმავოვსა და ალენს შორის გამარჯვებული აუცილებლად სატიტულო ასპარეზზე გამოჩნდება.
იმავოვი Vs ალენი - Co-Main Event.
ეს ის შემთხვევაა როდესაც ქო-მეინ ივენთის ბრძოლაში ბევრად მეტი დევს სასწორზე ვიდრე მთავარ ბრძოლაში. იმავოვსა და ალენს შორის გამარჯვებული აუცილებლად სატიტულო ასპარეზზე გამოჩნდება.
სტრიკლენდთან მარცხის შემდგომ იმავოვი რადიკალურად შეიცვალა. რომან დოლიძესთან ბევრად უფრო მშვიდი იმავოვი ვიხილეთ, რომელიც გამოზომილად ჩხუბობდა და ენერგიას პირველივე წამებზე არ ფლანგავდა. უკანასკნელი ორთაბრძოლა ჯარედ კანონიერის წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც იმავოვმა გამარჯვების მოპოვება მეოთხე რაუნდში შეძლო. იმავოვი გამორჩეული სტრაიკერია, რომელსაც ასევე კარგი გრეპლინგი აქვს. ასევე, ამ დივიზიონისთვის ფრანგი საკმაოდ დიდია, ის ნაკლი კი - რაც კარდიოს სახით აშკარად ჰქონდა - შეიძლება ითქვას, რომ აღმოფხვრა.

ბრენდონ ალენი, კი უკვე 7 ბრძოლაა შეუჩერებელია. Covid 19-ის პერიოდში მან მარცხი განიცადა სტრიკლენდთან და კრის კურტისთან, ამის შემდგომ კი 7 გამარჯვება მოიპოვა, საიდანაც 5 მახრჩობელა ილეთით - ზურგიდან შესრულებული მარყუჟით მოახერხა. უკანასკნელ ბრძოლაში ალენმა მოახერხა და კურტისთან რევანშიც აიღო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ალენი ძალიან განვითარდა. დგომში იმავოვს უპირატესობა უნდა ჰქონდეს, მაგრამ უნდა აღნიშნოს ისიც, რომ იმავოვი, როგორც წესი, მეტოქეების დასაჩაგრად მის წვდომს იყენებს - ეს კი ის შემთხვევაა, როდესაც წვდომის უპირატესობა მის მხარეს არ იქნება. მიწაზე კი ვფიქრობ, რომ ალენმა უნდა შეძლოს იმავოვის დამარცხება. ქო-მეინი ძალიან რთულად განსასჯელი ბრძოლა იქნება, სადაც ვფიქრობ, რომ მებრძოლები მსაჯების გადაწყვეტილებამდე მიიყვანენ დაპირისპირებას. ორივე ათლეტის სტილიდან გამომდინარე მე მაინც ალენისკენ გადავიხრებოდი მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრძოლაში ამერიკელს ანდერდოგად მიიჩნევენ.
ავტორი: საბა სოზაშვილი















