ჩემპიონები არ ნერვიულობენ, როცა გეგმები ირევა: უსიკის გაკვეთილები გამძლეობაზე, კრივსა და ბიზნესზე
რა შეიძლება ისწავლონ ბიზნეს-ლიდერებმა მსოფლიო ჩემპიონისგან? SBC Summit 2025-ზე — iGaming ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გლობალურ შეკრებაზე — პლატფორმის მომწოდებელმა GR8 Tech-მა, პარტნიორ კომპანიასთან Ready To Fight-თან ერთად, წარადგინა დისკუსია თემაზე: "როგორ ააშენოთ ბიზნესი, რომელიც მუშაობს მაშინ, როცა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.“
პლატფორმამ პარალელები გაავლო კრივსა და ბიზნესს შორის. დისკუსიის ცენტრში აღმოჩნდა ოლექსანდრ უსიკი — Ready To Fight-ის თანადამფუძნებელი და აბსოლუტური ჩემპიონი მძიმე წონაში, რომელმაც ისაუბრა დისციპლინაზე, გამძლეობასა და ზეწოლის ქვეშ ყოფნაზე.
მას გვერდით იყვნენ იევჰენ კრაჟანი (GR8 Tech-ის გაყიდვების დირექტორი) და კირილო კორობკა (Ready To Fight-ის აღმასრულებელი დირექტორი). დისკუსიას ორგანიზაცია გაუწია ბრიტანელმა ტელეწამყვანმა კირსტი გალაჰერმა.
ფუნდამენტი, რომელიც ყველა ინდუსტრიაში ბრძოლის ჟინს აჩენს
როდესაც უსიკს ჰკითხეს, რა ფიქრები უტრიალებს თავში ბრძოლის წინ ბოლო წამებში, მისი პასუხი იყო არა ადრენალინზე და შიშზე, არამედ სიმშვიდეზე. უემბლის სტადიონზე, 90,000-ზე მეტი გულშემატკივრის წინაშე, როცა ის გადის რინგზე დენიელ დუბუასთან აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულის დასაცავად, უსიკმა ახსნა, რომ მისი გონება ასეთ მომენტებში მშვიდდება და მთლიანად ფოკუსირდება.
„როცა რინგისკენ მივდივარ, ვლოცულობ, ღმერთს ვეკითხები - ვიმსახურებ თუ არა გამარჯვებას და ვფიქრობ ჩემს ოჯახზე, ჩემს ქვეყანაზე და ბრძოლაზე, რომელიც წინ მელის. რა თქმა უნდა, ეჭვები მიპყრობს — ვფიქრობ, იქნებ მოწინააღმდეგე უკეთესია, შევძლებ კი მის დამარცხებას — მაგრამ ღმერთისადმი რწმენა მაძლევს კონცენტრაციას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენს გარშემო იყოს საოცარი გუნდი, რომელიც ყველაფერში გეხმარება. ეს ნდობა მნიშვნელოვანია — არა მხოლოდ რინგზე, არამედ ცხოვრებაშიც,“—თქვაუსიკმა.
ჩემპიონის რჩევა
"იყავი საკუთარ თავის წინაშე მართალი და გჯეროდეს საკუთარი თავის. თუ ვინმე, ვისაც არაფრისთვის მიუღწევია, გირჩევს რაღაცას — ნუ დაუჯერებ, რადგან შენ ხარ გამარჯვებული. თუ დაიბადე — უკვე გაიმარჯვე. გთავაზობთ გამოწვევას: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით გაიღვიძეთ დილის 5 საათზე და 45 წუთი დაუთმეთ რაღაცას, რაც თქვენს აზროვნებას გააძლიერებს.
იკითხეთ, ივარჯიშეთ, ილოცეთ — ოღონდ არ გაეკაროთ ინსტაგრამს ან ტელეფონი. ეს 45 წუთი თქვენს ცხოვრებას შეცვლის. თუ დაიცავთ ამ რუტინას, უზარმაზარ პროგრესს დაინახავთ", - ოლექსანდრ უსიკი.














