1-ელ ივნისს, UFC 302-ზე რომან დოლიძე ოქტაგონზე დაბრუნდება - 35 წლის ქართველი UFC-ში მე-10 ორთაბრძოლას გამართავს.
რომან დოლიძის მეტოქე ამერიკელი ენტონი ერნანდესი იქნება, რომელიც კარგ ფორმაშია და ბოლო 5 ორთაბრძოლა აქვს მოგებული.
შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძე ოქტაგონზე ბოლოს 4 თებერვალს ვნახეთ, სადაც ნასურდინ იმავოვთან 5 რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილით დამარცხდა.
UFC-ში ქართველ მებრძოლს სულ 9 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 6 მოიგო და 3 დათმო. რომან დოლიძისთვის ენტონი ერნანდესი მე-10 მეტოქე იქნება.
რომან დოლიძე ოქტაგონზე ბრუნდება - ქართველი მებრძოლის მეტოქე ცნობილია

















