"მე მინდოდა დე რიდერთან ბრძოლა და ეს ვერ მოხერხდა, გამოვიწვიე ბო ნიკალი და იგი ჩუმადაა, ვფიქრობ, რომ კარგი შეხვედრა შარა ბულეტთან იქნება." - საუბრობს ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში.
I wanted to fight Reinier de Ridder, didn’t happened !
— Roman Dolidze (@romandolidzeufc) November 21, 2024
Bo Nical , he is quiet , maybe Shara Bullet ?⚔️
Nothing against these guys, Im just interested in a good fight, and good opponent!🗡️
ჩვენთვის უკვე ნაცნობია, თუ რა სახის დაძაბულობა ჰქონდათ ქართველ მებრძოლებს შარაბუდტინ მაგომედოვთან თავისი კომენტარის გამო, რომელიც მან ცოტა ხნის წინ საქართველოზე გააკეთა.
"ქართველები უმეტესწილად სპორტსმენები არიან. ისინი სკოლაში არ დადიოდნენ ისტორიის ან გეოგრაფიის გაკვეთილებზე, მათ უფრო დიდი დრო გაატარეს ჭიდაობაზე და გააცდინეს გეოგრაფიისა და ისტორიის გაკვეთილები. რატომღაც ქართველებს რუსეთი არ მოსწონთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რუსეთის მადლიერები უნდა იყვნენ, რადგან რუსეთი იცავდა ქართველებს დაღესტანისაგან. როცა ჩვენ მათზე თავდასხმებს ვანხორციელებდით, ისინი რუსეთმა გადაარჩნია, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს საქართველო დაღესტნის ნაწილი იქნებოდა" - აცხადებს კავკასიელი მებრძოლი ინტერვიუში.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქართველმა ათლეტებმა უპასუხოდ არ დატოვეს და ამ თემაზე არსებული პასუხები ინტერნეტ სივრცეში განათავსეს.
"შარა, მე არ მიყვარს ინტერნეტ გარჩევები, ყოველთვის ვცდილობ, რომ ასეთ რაღაცეებს თავი ავარიდო. წავიკითხე შენი სიტყვები ინტერნეტში. როგორც მინიმუმ, ეს განცხადება არაკორექტული იყო. მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით, ამაზეც აუცილებლად დავილაპარაკებთ. ჩვენ კეთილმეგობრული და მეზობელი ქვეყნები ვართ და დიდი ხანია ერთად ვცხოვრობთ, ამიტომ ამაზე საუბარი ჩვენს შორის აუცილებლად შედგება." - პასუხობს რომან დოლიძე შარაბუტდინს.
რა თქმა უნდა, ამ დაპირისპირებას ყველაზე საინტერესოს ხდის ის ფაქტი, რომ რომან დოლიძე და შარა-ბულეტი ერთ წონით კატეგორიაში არიან. რომანი ამ დივიზიაში რანკით მეათე ადგილზეა, ხოლო მაგომედოვი მეთოთხმეტეზე, რაც ნიშნავს იმას, რომ UFC-სთვის ამ ჩხუბის დაანონსება საკმაოდ ლოგიკური იდეა უნდა იყოს. შარა-ბულეტს ჯერჯერობით 4 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ცდილობს, რომ დაწინაურდეს. მიუხედავად იმისა, რომ დაღესტნელ კონტენდერს არც თუ ისე ბევრი ბრძოლა აქვს გამოვლილი, იგი საკმაო პოპულარობით სარგებლობს თავისი ლამაზი სტილისა და სანახაობრივი ჩხუბების გამო.















