კრიშტიანუ რონალდუ ილია თოფურიას პრომოუშენის WOW FC-ის მეწილე გახდა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა როგორც პორტუგალიელმა ფორვარდმა, ისე UFC-ის ქართველმა ჩემპიონმაც.
"MMA წარმოადგენს ღირებულებებს, რომლებისაც გულწრფელად მწამს - დისციპლინა, პატივისცემა, შეუპოვრობა და სრულყოფილებისკენ მუდმივი სწრაფვა. WOW FC რაღაც უნიკალურს და ძლიერს ქმნის. მეც ვამაყობ, რომ ვუერთდები ამ პროექტს, რათა ხელი შევუწყო სპორტის ამაღლებას და შთავაგონო მომავალი თაობა"
"კრიშტიანუ რონალდუს WOW FC-ში გაწევრიანება სპორტისთვის დიდი მომენტია. ის პროფესიონალიზმის, შრომისმოყვარეობისა და სრულყოფილების უმაღლეს სტანდარტებს წარმოადგენს. ერთად MMA-ს ახალ სიმაღლეებზე ავიყვანთ და მთელი მსოფლიოს სპორტსმენებსა და ქომაგებს შთავაგონებთ, დაიჯერონ, რომ ყველაფერი შესაძლებელია"
რა უნდა ვიცოდეთ WOW FC-ის შესახებ? მადრიდში დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელმაც 2019 წლიდან უკვე 20-ზე მეტი ივენთის ჩატარება მოასწრო. ქართველი ჩემპიონი პრომოუშენის აქციონერი გასული წლის აგვისტოდან გახდა. ცნობისთვის, UFC-ში გადასვლამდე, ერთი ჩხუბი WOW-ში ალექსანდრე თოფურიამ ჩაატარა. 2023 წლის 20 მაისს გამართულ ივენთზე მან ტექნიკური ნოკაუტით იოჰან სეგასს მოუგო.















