ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება.
აღნიშნული შეხვედრებისთვის ამ ეტაპზე 16 ფეხბურთელი ემზადება, გუნდში ორი დებიუტანტია, ოთარ ბერეჩიკიძე და ჯანო კვარაცხელია.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენი, თბილისი), ვახტანგ ტერუნაშვილი (არმია, თბილისი)
წინა ხაზი: შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენი, თბილისი), ბექა ბექაური (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ ვიჟენი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენი, თბილისი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ ვიჟენი, თბილისი), ლევან სვანიძე (პსპ), ოთარ ბერეჩიკიძე (არმია, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ), ჯანო გიორგაია (თსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), ჯანო კვარაცხელია (სიბირიაკი, ნოვოსიბირსკი, რუსეთი), ლუკა ფარცვანია (კსუ), რონინიო (ნიუ ვიჟენი, თბილისი).
6 და 7 თებერვალს გასამართ მატჩებზე დასწრება თავისუფალია.
ფოტო: GFF












