საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრები თებერვალში FIBA EuroBasket 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის 2 მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდი ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპს ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით იწყებს. სერბი ალექსანდარ ჯიკიჩის დებიუტი 23 თებერვალს შედგება, საქართველოს ნაკრები სტუმრად დანიას დაუპირისპირდება.
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ საშინაო შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 თებერვალს სერბეთის წინააღმდეგ გამართავს. თამაში „თბილისი არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.
სერბეთთან მატჩით სანაკრებო კარიერას დაასრულებს გიორგი ცინცაძე. ცინცაძე 20 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს ნაკრების ღირსებას, რაც გუნდურ სახეობებში ჩატარებული თამაშებით საქართველოს აბსოლუტური რეკორდია, სერბეთთან მატჩი გიორგისთვის 217-ე იქნება.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები G ჯგუფში, დანიის, სერბეთისა და ფინეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.














