დღეს "თბილისი არენაზე" საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი ოფში ისტორიაში პირველად ითამაშა.
ჩვენმა გუნდმა ავსტრიას უმასპინძლა. დაძაბული მატჩი სტუმართა გამარჯვებით 25:27 დასრულდა.
საპასუხო შეხვედრა 12 მაისს ავსტრიაში გაიმართება, ორი მატჩის შედეგის გათვალისწინებით, გამარჯვებული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2025 წლის იანვარში ხორვატიაში, დანიასა და ნორვეგიაში გაიმართება.
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ავსტრიასთან წააგო














