UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა მეტი ჯონსთან ინტერვიუში მსოფლიოს მთავარი MMA-ს ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ამერიკელმა ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ მის გეგმებშია ღონისძიების საქართველოში გამართვა, ასევე აზერბაიჯანში დაბრუნება და სამხრეთ აფრიკაში ვიზიტიც.
"აზერბაიჯანში მალე დავბრუნდებით და კიდევ ერთ ივენთს გავმართავთ. ასევე გეგმაშია ღონისძიების ჩატარება საქართველოსა და სამხრეთ აფრიკაში. ეს არის ჩვენი სიის არასრული ჩამონათვალი."
შეგახსენებთ, რომ ამერიკელ ბიზნესმენს წარსულში არაერთხელ უსაუბრია UFC-ის ივენთის საქართველოში გამართვის შესახებ. ეს გეგმა გახდა კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ, რაც მსოფლიოს მთავარ ორგანიზაციაში საჩემპიონო ქამრები მერაბ დვალიშვილმა და ილია თოფურიამ მოიგეს.















