პირველი რაუნდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მეტოქეებმა დარტყმები გაცვალეს. მეორე რაუნდი მერაბ დვალიშვილის უპირატესობით დასრულდა, ხოლო მესამე, გადამწყვეტ რაუნდში, ქართველი მებრძოლი სრულ დომინაციას ფლობდა და ბრძოლა მისივე გამარჯვებით დასრულდა.

ქართველმა "მანქანამ" UFC-ში ზედიზედ მე-10 ორთაბრძოლა მოიგო. შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს უკვე სამი ჩემპიონი ჰყავს დამარცხებული - ჟოზე ალდო, პიოტრ იანი და ჰენრი სეხუდო.















