ქართველი ჩემპიონის - მერაბ დვალიშვილის მეოთხე სატიტულო ბრძოლამდე კვირაზე ნაკლები დარჩა და განწყობა მეტად საინტერესო ხდება. უკანასკნელად, ქართველმა "მანქანამ" მომავალი ღონისძიებისთან დაკავშირებით ინტერვიუში, Shak MMA-თან ისაუბრა.
"მინდა, რომ კორისთან ბრძოლა დგომში წავმართო, რადგან მისი გათიშვა მსურს... ვფიქრობ, რომ ეს დაპირისპირება 90% სტრაიკინგი იქნება."
დვალიშვილმა ასევე სახალისო კომენტარი დატოვა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, რომელიც მისი და უმარის შეხვედრას უკავშირდებოდა.
"გაყინულ ტბაში გადახტომა ბევრად მტკივნეული იყო, ვიდრე უმარის დარტყმები."
მერაბ დვალიშვილი სენდჰეგენის წინააღმდეგ საჩემპიონო ქამარს UFC 320-ზე, 5 ოქტომბერს, ლას ვეგასში დაიცავს.















