30 დეკემბერს, Hype FC-ის ღონისძიებაზე ერთმანეთს შარაბპუტდინ მაგომედოვი და არმან ცარუკიანი დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ერევანში, გრეპლინგის წესებით გაიმართება.
პრესკონფერენციაზე დაღესტნელი ათლეტი ცარუკიანის პროვოკაციულ კომენტარს საინტერესო პასუხით გამოეხმაურა.
"სამეზობლოდან ალუმინს ვიპარავდი, რათა ვარჯიშისთვის ხელთათმანები მეყიდა. შენ სხვანაირი ცხოვრება გაქვს, ამიტომ ჩემზე სისულელეები არ უნდა ილაპარაკო. შიშსა და სიმამაცეზე საუბრის უფლება არ გაქვს, შენნაირი ტიპები ჩემს დანახვაზე პოლიციაში რეკავენ."















