სირილ განე VS ტომ ასპინალი - ორთაბრძოლა, რომელიც MMA-ს გულშემატკივრებში დიდ ინტერესსა და ინტრიგას იწვევს. ზემოთ ხსენებული თემის მოთხოვნადობა, ამ ორი მებრძოლის კონკურენციით არის გამოწვეული, რასაც მათი საბრძოლო სტილისტიკა და ტალანტი ქმნის. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს უფრო საინტერესოს ხდის გარემო ფაქტორები, მაგალითად - დღევანდელი მდგომარეობა მძიმე წონის ტოპ 15-ში.
სირილ განეს რეკორდი 12-2 გახლავთ, სადაც ფრანგ კონტენდერს 2 წაგება აქვს. ერთი ფრენცის ნგანუსთან, ხოლო მეორე - ჯონ ჯონსთან. ამ ყველაფრის მიუხედავად, განეს უამრავი მძიმეწონიანი კონტენდერი ჰყავს დამარცხებული და უკანასკნელი ღონისძიებაც გამარჯვებით დაასრულა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სირილის ბოლო მეტოქე სერგეი პავლოვიჩია, რომლის დამარცხებაც ასპინალმა უკვე შეძლო. რაც შეეხება მის მომავალ ოპონენტს, ალექსანდრე ვოლკოვს, მასაც თავის თავზე აქვს გამოცდილი ტომის საბრძოლო უნარები და მისი მტკივნეული ძალა.
ამჟამად, სირილ განე რიგით მეორეა, ხოლო ინგლისელი - ნომერ პირველი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ჩხუბის ჩანიშვნა სამომავლოდ თვითონ ორგანიზაციისთვისაც ლოგიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს.
სირილ განემ ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება უკანსაკნელ პოდკასტში, MMA-ს რეპორტიორ არიელ ჰელვანთან დააფიქსირა.
"მე და ჩემს გუნდს გვინდოდა, რომ მასთან ჩხუბი წელს დაგვეგეგმა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა, რადგან ტომმა ჩემთან ჩხუბზე უარი განაცხადა. მას მხოლოდ საუკეთესო და ცნობადი მეტოქე სურს." - განაცხადა განემ ინტერვიუში.
რაც შეეხება ასპინალს, მისი სურვილი უკვე დიდი ხანია ჯონ ჯონსთან დაპირისპირებაა, მაგრამ მძიმე წონის ჩემპიონი მას თავს არიდებს გარკვეული მიზეზების გამო.
საინტერესოა - ვიხილავთ თუ არა სირილ განეს და ტომ ასპინალის ბრძოლას 2025 წელს?!















