I რაუნდი
პირველივე წამებიდან მებრძოლებმა რამდენიმე მძიმე დარტყმა გაცვალეს. აშკარა იყო, რომ ოთარის ფეხით დარტყმები ძალიან სწრაფი და ძლიერი იყო, შესაბამისად მუსასას სჭირდებოდა, რომ ფეხის დისტანცია არ დარჩენილიყო და ოთართან შედარებით ახლოს, ე.წ „კრივის დისტანციაზე“ ებრძოლა. ამ დისტანციის ჩაფარვის მცდელობას კი ოთარი ულამაზესს გდებებს უპირისპირებდა. ბრძოლის პირველ 20 წამში, მეტოქისთვის ოთარს უკვე 2 გდება ჰქონდა გაკეთებული. ოთარი მთელი ბრძოლის განმავლობაში მეორე ნომერი იყო, და ცდილობდა მოწინააღმდეგე შემხვედრ დარტყმაზე დაეჭირა. მარჯვენა პირდაპირი არაერთხელ გაუტარა ოთარმა მეტოქეს, თუმცა, ასევე, აქტიურად იყენებდა ფეხით სხვადასხვა ტექნიკებს, როგორებიცაა: ტანში (body kick), სახეში (high kick), და პირდაპირ ფეხით დარტყმებს (front kick). საბოლოოდ, პირველი რაუნდი, ოთარმა აშკარად მოიგო, რადგან მან მეტოქეს გაცილებით მეტი სუფთა დარტყმა გაუტარა და ამ ყველაფერს 6 გდებაც დაუმატა, რამაც რაუნდი ქართველისთვის, წესით, გარანტირებული გახადა.

II რაუნდი
მეორე რაუნდი ოთარმა ეფექტური და ლამაზი დარტყმებით გახსნა. თავიდან მისი საფირმო flying switch kick-ით დაიწყო. ამ ტექნიკით ქართველმა ერთ-ერთ წინა ბრძოლაში ბრაზილიელი მეტოქე უგონოდ გათიშა, თუმცა მუსასა ძალიან გამძლე გამოდგა და არაერთი მძიმე დარტყმა აიტანა. თუმცა, ამ რაუნდში მუსასას სტრატეგია შეიცვალა. აშკარა გახდა, რომ გაცვლებში ოთარის გამოჭერა ძალიან სარისკო და რთული იყო, რადგან თანზილოვი დარტყმებს ძალიან კარგად იცილებდა და სათანადო პასუხსაც უბრუნებდა.
ასე რომ, მუსასა ცდილობდა ოთარი გალიის კიდესთან გამოეჭირა და ქლინჩში ეკონტროლებინა. მნიშვნელოვანი ზიანი მუსასას თანზილოვისთვის არ მიუყენებია, უბრალოდ, ოთარს ბევრი მცდელობიდან მხოლოდ 2 გდების შესრულება გამოუვიდა - შესაბამისად გდებისგან წარმატებული დაცვა მუსასას აქტივში ჩაიწერა.
III და გადამწყვეტი რაუნდი
მესამე რაუნდში ორივე მებრძოლმა თავისი მაქსიმუმი ჩადო და სხვადასხვა ასპექტებში ნახეს უპირატესობა. ოთარიმ აშკარად ბევრად ძლიერი დარტყმები გაუტარა მეტოქეს. ფეხით რამდენიმე ისეთი დარტყმა მიაყენა, რომ მთელ დარბაზში ისმოდა ამ დარტყმების ხმა.
კლინჩში მუხლით ძალიან სუფთა დარტყმა პირდაპირ ყბაში, რომელსაც მუსას, როგორ გადაურჩა არავინ იცის. რამდენიმე ლამაზი გდება ოთარის შესრულებით და მცირედი კონტროლიც. მუსასას, ამის საპასუხოდ ცენტრის კონტროლი და კლინჩში მცირედი კონტროლი ქონდა, საიდანაც ზიანი საერთოდ ვერ მიაყენა ქართველს.

რა მოხდა?
ბრძოლის მიწურულს ოთარი გამარჯვებაში დარწმუნებული იყო, ისევე როგორც მერაბ დვალიშვილი, რომელიც ოთარს კუთხეში ედგა.
თუმცა, მსაჯებმა უცნაური და გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვება მუსასას მიანიჭეს, რაც ყველასთვის ძალიან მოულოდნელი გამოდგა. მეტიც, ამ ყველაფერმა UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითიც ძალიან გააკვირვა. მაშინ, როდესაც მუსასას კონტრაქტით აჯილდოებდა, დანა უაითმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი აზრით, ბრძოლა ოთარმა მოიგო, და გადაწყვეტილების მიღებისას მსაჯებმა შეცდომა დაუშვეს. ასევე, როდესაც ოთარზე ჰკითხეს მან განაცხადა, რომ ოთარი ნიჭიერი ბიჭია, მხოლოდ 26 წლისაა და მას აუცილებლად ვიხილავთ კვლავ DWCS-ზე ან პირდაპირ UFC-ში.
DWCS-ზე კი „ქართული წყევლა“ დაუძლეველი რჩება. გიგა ჭიკაძე იყო პირველი ქართველი, რომელმაც ამ პროექტში მონაწილოება მიიღო, თუმცა მესამე რაუნდის მიწურულს მახრჩობელა ილეთით დამარცხდა. შემდეგი, ამირან გოგოლაძე იყო, რომელმაც ასევე წარმატებით დაიწყო ბრძოლა, თუმცა დასანანი ტრავმის გამო, ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო. რამდენიმე კვირის წინ კი, მიხეილ საჟინიანმა დათმო ბრძოლა - ტექნიკური ნოკაუტით. აღსანიშნავია, რომ მიხელმა პირველ რაუნდში მეტოქეს ნოკდაუნიც აგემა და რაუნდიც წამოიღო, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანა მაინც ვერ მოახერხა. ახლა კი ოთარის, რეალურად საკმაოდ მაღალი დონის ბრძოლის შემდგომ, DWCS-ზე საქართველო კვლავ მოგების გარეშეა. თითეულ ბრძოლაში ქართველებმა თავი ღირსეულად წარმოაჩინეს, თუმცა სხვადასხვა ფაქტორები და მათ შორის ე.წ „სპორტული უიღბლობაც“ გამარჯვების მოპოვებაში ხელს გვიშლიდა. თუმცა, გიგა უკვე დიდი ხანია UFC-ის ელიტარული მებრძოლია, ოთარი და ამირანი კი კვლავ რჩებიან UFC-ის რადარზე.