უკანასკნელად, მსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა - ისლამ მახაჩევმა, ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანის პოტენციურ შეხვედრაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა.
"ყველამ ვიცით, რომ ილია არმანს თავს არიდებს. მე წავიკითხე თოფურიას რამდენიმე კომენტარი, სადაც ის აცხადებს, რომ ცარუკიანთან ბრძოლას კარიერის დასრულება ურჩევნია. არმანს შესანიშნავი მოგებათა სერია აქვს და ის ჩემპიონისთვის ყველაზე რთული გამოცდა იქნება. "
თავდაპირველად, MMA-ის სივრცეში ყველაზე მასობრივ იდეად "ელ მატადორისა" და ისლამის დაპირისპირება ითვლებოდა, თუმცა დაღესტნელი ათლეტის გადაწყვეტილების - კარიერის 77კგ დივიზიონში გაგრძელების გამო, ზემოხსენებული შეხვედრა დროებით წარსულს ჩაბარდა. თოფურიას ამჟამინდელ გამოწვევად გულშემატკივრები ჯერჯერობით სომეხ სპორტსმენს მიიჩნევენ, რადგან მას რეიტინგში პირველი ადგილი უჭირავს და ბოლო 4 ბრძოლა გამარჯვებით აქვს დასრულებული. არსებული გარემო-ფაქტორების მიუხედავად, ქართველი ჩემპიონის აზრით, არმანი სატიტულო ბრძოლას არ იმსახურებს.















