მას შემდეგ, რაც ილია თოფურიამ ქვემსუბუქ წონაში UFC-ის ქამარი მოიპოვა, MMA-ის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილისთვის ქართველი ჩემპიონისა და კონორ მაკგრეგორის პოტენციური დაპირისპირება განხილვის საკითხი გახდა. თუმცა, "ელ მატადორმა" უკანასკნელ პოსტში ირლანდიელ სპორტსმენთან ჩხუბის თაობაზე განსხვავებული აზრი დააფიქსირა.
The rumors of bout with mchicken are false. I don't fight nor am I interested in fighting with a rapist.
— Ilia Topuria (@Topuriailia) December 17, 2024
შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა რამდენიმე კვირის წინ, ქალის გაუპატიურების ბრალდებით, სასამართლო პროცესი წააგო. შედეგად, მას ფულადი ჯარიმის სახით დაახლოებით 250 000 ევროს გადახდა დაეკისრა.















