UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წონის შეცვლას გეგმავს და ოლივეირასთან სურს ორთაბრძოლა.
"იმის გამო, რომ ისლამს იანვარში აქვს ჩანიშნული ბრძოლა და აპრილი/მაისისთვის მზად არ იქნება, ნომერ პირველ კონტენდერთან, ჩარლს ოლივეირასთან მსურს ჩხუბი" — ილია თოფურია.
მსუბუქი წონის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი ოქტაგონზე იანვარში დაბრუნდება და მისი მეტოქე არმან ცარუკიანი იქნება. რამდენიმე დღის წინ, მან განაცხადა, რომ ილია თოფურიასთან ბრძოლა არ სურს.
ილია თოფურია MMA-ში დაუმარცხებელია — მატადორის ანგარიშზე 16 მოგებაა. ქართველმა მებრძოლმა თებერვალში ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა, ხოლო ოქტომბერში ქამარი მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა.