- პირველი კემპი სატიტულო ბრძოლისთვის. არის განსხვავებული შეგრძნებები?
- რა თქმა უნდა შედარებით განსხვავებული შეგრძნებებია, რადგან ტიტულისთვის ვიბრძვი, რაც ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. სხვა მხრივ, იგივე კემპია როგორც ყოველთვის. ერთადერთი განსხვავება, ტექნიკური თვალსაზრისით მეტოქის ანალიზი და სტრატეგიის დაგეგმვაა.
- რა თქმა უნდა შედარებით განსხვავებული შეგრძნებებია, რადგან ტიტულისთვის ვიბრძვი, რაც ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. სხვა მხრივ, იგივე კემპია როგორც ყოველთვის. ერთადერთი განსხვავება, ტექნიკური თვალსაზრისით მეტოქის ანალიზი და სტრატეგიის დაგეგმვაა.
- ვადევნებ თვალს ვიდეოებს შენს სოციალურ ქსელში და ერთ-ერთი მათგანი მინდა გამოვყო, რომელიც ძალიან ჰგავს დოკუმენტურ ფილმს. რამდენი ადამიანი მუშაობს შენთან სოციალური მედიის კუთხით?
- სოციალურ მედიაში საკმაოდ დიდი გუნდი მყავს, დაახლოებით 10-15 ადამიანი. ჩვენ ვიღებთ ფილმს, რომელსაც UFC-ის ჩემპიონობის შემდეგ გამოვუშვებთ და აღნიშნული ფილმი იქნება იმ განვლილ გზაზე, რაც საჩემპიონო ქამრამდე გავიარე.
- ინგლისურად ძალიან კარგად საუბრობ და რატომ გამოიყენე თარჯიმანი პრესკონფერენციის დროს?
- არ ვიცი, ხანდახან მინდა რომ ესპანურად ვისაუბრო და არის დღეები, როდესაც ინგლისურად საუბრის დროს უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. საკმაოდ ბევრს ვვარჯიშობ ინგლისურში.
- საოცარი იყო შენი და ვოლკანოვსკის პირისპირ შეხვედრა. გახსოვს რას ეუბნებოდით ერთმანეთს?
- ის ყოველთვის ერთსა და იმავეს მეკითხება: მზად ხარ მეგობარო? რა თქმა უნდა მზად ვარ. ფიქრობ, რომ აქ შემთხვევით მოვხვდი? არა, მე აქ ყოფნა დავიმსახურე - ეს იყო ჩვენი დიალოგი პირისპირ როდესაც შევხვდით ერთმანეთს.
- ის ყოველთვის ერთსა და იმავეს მეკითხება: მზად ხარ მეგობარო? რა თქმა უნდა მზად ვარ. ფიქრობ, რომ აქ შემთხვევით მოვხვდი? არა, მე აქ ყოფნა დავიმსახურე - ეს იყო ჩვენი დიალოგი პირისპირ როდესაც შევხვდით ერთმანეთს.
- ფიქრობ, რომ ვოლკანოვსკი პატივს გცემს?
- დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ. ჩემი პატივისცემა მისდამი ვარჯიშშიც გამოიხატება, როდესაც დარბაზში პირველი მივდივარ და ბოლო მოვდივარ.
- ფიქრობ, რომ ის სათანადოდ არ გაფასებს?
- არა. მე ვხედავ, რომ მაქსიმალურად ვარჯიშობს და აღნიშნულ ბრძოლას სრული პასუხისმგებლობით უდგება. მაგრამ მას ვერაფერი უშველის 18 თებერვალს.
- ძალიან იშვიათია, როდესაც ჩემპიონი ნოკაუტით მარცხდება. როგორ ფიქრობ, ისლამ მახაჩევთან მარცხმა შეცვალა ვოლკანოვსკი, როგორც მებრძოლი?
- არ ვიცი როგორი გრძნობაა მარცხი, რადგან პროფესიონალურ კარიერაში არასდროს წამიგია. ამიტომ არ ვიცი რას გრძნობს ახლა ის. რომც არ წაეგო ისლამთან, ჩემთან მაინც არ ექნებოდა შანსი - ჩვენ იანვარში უნდა გვეჩხუბა, შესაბამისად, კიდევ 1 თვით შეინარჩუნა ქამარი.
- იმედგაცრუებული იყავი როდესაც გაიგე, რომ ბრძოლა 1 თვით გადაიდო?
- არა, მესმის, რომ მეტი დრო სჭირდებოდა დასაბრუნებლად.
- ზოგი ფიქრობს, რომ თქვენი ბრძოლა მაინც ადრე ჩაინიშნა და ნოკაუტის შემდეგ, მას უფრო მეტი უნდა დაესვენა. შენ რას ფიქრობ?
- გულახდილად გეტყვით, არ ვიცი რას ფიქრობს ან თავს როგორ გრძნობს. თავის თავს კარგად იცნობს და რადგან ბრძოლას დათანხმდა, ესე იგი მზად არის.
- როდესაც გაიგე, რომ ვოლკანოვსკი 10 დღით ადრე დათანხმდა მახაჩევთან ბრძოლას, როგორი იყო შენი რეაქცია?
- ცოტა გამიკვირდა, რადგან ეს იყო მის კარიერაში ყველაზე დიდი გამოწვევა და დაახლოებით 2 კვირით ადრე ბრძოლის ჩანიშვნა, მოულოდნელი იყო. მე პირადად არ მივიღებდი მსგავს გადაწყვეტილებას. არ ვიცი, ეს ფულის გამო გააკეთა თუ სხვა რამის გამო.
- შენ გინდოდა, რომ ყოფილიყავი პირველი, რომელიც ვოლკანოვსკის ნოკაუტით დაამარცხებდა. იმედგაცრუებული ხარ იმ ფაქტით, რომ ეს მახაჩევმა უკვე მოახერხა?
- არა, არ მაინტერესებს პირველი ვიქნებოდი, მეორე თუ მესამე. მთავარია, რომ მინდა მისი ნოკაუტით დამარცხება და ამას აუცილებლად გავაკეთებ.
- სოციალურ ქსელში უკვე დაიწერე, რომ UFC-ის ჩემპიონი ხარ. რატომ ხარ ასეთი თავდაჯერებული?
- მე მოვიგებ ამ ბრძოლას, ეს გარდაუვალია. მე მებრძოლად და UFC-ს ჩემპიონად ვარ დაბადებული. კარგად ვიცნობ ჩემს თავს და ვიცი, რომ დივიზიონში საუკეთესო ვარ. უფრო მეტიც, შემდეგ დივიზიონშიც საუკეთესო ვარ. უბრალოდ დროის საკითხია და ამ ყველაფერს აუცილებლად დავამტკიცებ.
- ახსენე შემდეგი დივიზიონი, თუმცა, ომალის ქვედა დივიზიონიდან შენთან ბრძოლა სურს. შენ რას ფიქრობ?
- მის დივიზიონში ბევრი პროფესიონალია და ვფიქრობ, რომ ჯერ კიდე ბევრი აქვს დასამტკიცებელი. ის მარლონ ვერასაც ვერ დაამარცხებს და რომც მოუგოს, ჯერ კიდევ ბევრი უნდა დაამტკიცოს თავის დივიზიონში.
- შენ ახსენე, რომ პიდი პიმპლეტთან ბრძოლას აღარ განიხილავ. ეს იქნებოდა დიდი ბრძოლა, ბევრი ფულით არა?
- ბევრი ფული პედისთან ბრძოლაში? არა, არა და არა. მე ყველა ბრძოლას პროფესიონალურად ვუდგები და მიმაჩნია, რომ ჩემი ოპონენტებიც პროფესიონალები არიან, რასაც პედიზე ვერ ვიტყოდი - თუ მას სადმე სუპერმარკეტში შევხვდები, იქ გავანადგურებ. პედი რეიტინგშიც კი არ არის და მისი ბოლო ბრძოლა სამარცხვინო იყო.
- რატომ ფიქრობ რომ პედის ბრძოლა ფერგიუსონთან სამარცხვინო იყო?
- დონე, რომელიც მან ამ ბრძოლაში აჩვენა სამარცხვინო იყო - შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დამწყებია.
- თუ ვოლკანოვსკის დაამარცხებ რევანში ჩაინიშნება თუ სხვასთან იბრძოლებ?
- მე მას ისე დავამარცხებ, რომ რევანშის სურვილიც არავის გაუჩნდება.
- მაშინ რას ფიქრობ ვინ იქნება შემდეგი ოპონენტი?
- კონორ მაკგრეგორი. მას ჩენდლერთან კარგი ბრძოლა აქვს ჩანიშნული და თუ მოიგო რატომაც არა? სიამოვნებით გამოვა ჩემთან ოქტაგონზე. იქნებ ეს ბრძოლა ესპანეთშიც კი შედგეს, რადგან ორივე ევროპიდან ვართ.
- რომელ წონაში შედგება ეს ბრძოლა?
- ვის ადარდებს წონა?
- თუ ვოლკანოვსკის დაამარცხებ, ვფიქრობ, შენთან ბრძოლას მაქვს ჰოლოუეი მოინდომებს.
- როგორ? მე მოვუგებ ვოლკანოვსკის, რომელმაც ჰოლოუეი 3-ჯერ დაამარცხა. მაქს ჰოლოუეიმ, იაირ როდრიგესმა და ბრაიან ორტეგამ კარიერა უნდა დაასრულონ, რადგან არ ვაპირებ მათთან ბრძოლას.
- ვისთან აპირებ ბრძოლას მომავალში?
- ნამდვილად არ ვიცი. UFC-ის კარგად მიცნობს და არ მგონია, რომ ზემოთ ჩამოთვლილებთან შემომთავაზონ ბრძოლა. ახლა მხოლოდ მომდევნო ბრძოლაზე ვარ კონცენტრირებული და მომავალზე მერე ვისაუბროთ.
- როგორც ვიცი UFC-სთან ახალ კონტრაქტს მოაწერე ხელი. როგორ წარიმართა მოლაპარაკებები?
- მოლაპარაკებები ძალიან კარგად წარიმართა და მას შემდეგ, რაც ვოლკანოვსკის გავანადგურებ, ყველას მოუნდება ჩემთან ბრძოლა.
- როგორც მივხვდი, კმაყოფილი ხარ ახალი კონტრაქტით. იყო ივენთის ესპანეთში ჩატარებაზე მოლაპარაკებები?
- დიახ, 2024 წელს იქნება ივენთი ესპანეთში. ვფიქრობ, ეს წლის ბოლოს მოხდება და იმედი მაქვს, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება. სტადიონი მზად არის მსგავსი ივენთების ჩასატარებლად და UFC-იც განიხილავს ამ შესაძლებლობას.
- თუ შენთვის ყველაფერი კარგად წავიდა 18 თებერვალს, ტიტულის პირველი დაცვა ესპანეთში გსურს?
- დიახ, კონორთან.
- ეს მთელი მსოფლიოსთვის საინტერესო იქნება. ალბათ მადრიდის რეალის ყველა ფეხბურთელი დაესწრება ბრძოლას.
- ზუსტად ასე იქნება.
- სერხიო რამოსი კვლავ აპირებს დაესწროს შენს ბრძოლას?
- არ ვიცი, რადგან ფეხბურთში შუა სეზონია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი სელებრითი იქნება ბრძოლაზე.
- ვნახე შენი ფოტო პატარა ბიჭთან ერთად. ის შენი შვილია?
- დიახ ჩემი ბიჭია, მას უგო ჰქვია და 4 წლის არის. მეორე ბავშვს ველოდებით 6 თვეში.
- იცის უგომ შენი საქმიანობის შესახებ?
- დიახ იცის. ის ჭკვიანი ბიჭია და ხშირად ვსაუბრობთ. 18 თებერვალს არენაზე იქნება და ნახავს როგორ დაწერს მამა ისტორიას.
- არ გრძნობ დამატებით ზეწოლას შენი შვილის თვალწინ ბრძოლის დროს?
- პირიქით, უფრო ბედნიერს მხდის. ამ მომენტზე ბევრჯერ მიფიქრია და საერთოდ არ ვნერვიულობ.
- არის რამე რაზეც ნერვიულობ?
- გულახდილად რომ გითხრათ, საბრძოლო კუთხით არაფერზე ვნერვიულობ, რადგან ბოლომდე ვიხარჯები ვარჯიშების დროს. 18 თებერვალს ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არ ვინანებ არაფერს, რადგან მაქსიმუმს გავაკეთებ ბრძოლის დროს. ამიტომ ვარ მშვიდად და ღმერთს მადლობას ვუხდი ამ შესაძლებლობისთვის.
- ქართველი მებრძოლებისთვის თებერვალი განსაკუთრებულია. მერაბიც 18 თებერვალს იბრძოლებს. სამწუხაროდ, რომანი დამარცხდა, რას ფიქრობ მის ბრძოლაზე?
- მან ძალიან ბევრი დაიკლო და საბრძოლო ბიზნესში ყველაფერი ხდება. ვიცი, რომ რომანი ბოლომდე დაიხარჯა.
- ორი ქართველი იბრძოლებს ერთ დღეს. ეს ძალიან მაგარია არა?
- დიახ, ეს ძალიან მაგარია საქართველოსთვის და ესპანეთისთვისაც. დარწმუნებული ვარ, დასამახსოვრებელი დღე იქნება ყველასთვის.
- ქართულ არხზე იქნება თქვენი ბრძოლა?
- დიახ, რა თქმა უნდა, მთელი საქართველო უყურებს ჩვენ ბრძოლას.
- რა იქნება შენი პროგნოზი ვოლკანოვსკისთან ბრძოლაში?
- ნოკაუტი პირველივე რაუნდში. მე მას უბრალოდ გავანადგურებ, სავარჯიშო ტომარას დავამსგავსებ და ოქტაგონზე ვიცეკვებ.
- ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და ისე საუბრობ, თითქოს ჩემთან გაქვს ბრძოლა ჩანიშნული. მომწონს შენი თავდაჯერებულობა.
- შენ ახლა ესაუბრები მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლს. რა თქმა უნდა, ის ერთ-ერთი საუკეთესოა ისტორიაში და ყოველთვის ემახსოვრებათ. ბედნიერი ვარ, რომ მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც 18 თებერვალს მას ცუდ ამბავს შეატყობინებს. ვოლკანოვსკი უკვე ასაკშია და დროა ახალ თაობას დაუთმოს გზა. მან უკვე წააგო ბრძოლა და ეს ნიშანია, რომ კარიერა უნდა დაასრულოს.
- გახსოვს როდის დაიწყო შენი ოცნებები UFC-ის ჩემპიონობაზე?
- დიახ მახსოვს. როდესაც ბერძნულ-რომაულს ვჭიდაობდი, ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ვოცნებობდი. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის მინდა, რომ საუკეთესო ვიყო. როდესაც MMA-ში გადმოვედი, ვიკითხე რომელი იყო საუკეთესო ორგანიზაცია და მითხრეს, რომ UFC. მაშინვე ვთქვი, რომ მე UFC-ის ჩემპიონი გავხდებოდი. მაშინ 15 წლის ვიყავი.
- ხშირად წარმოიდგენ ხოლმე როგორ გიკეთებს ქამარს დანა უაითი?
- რა თქმა უნდა, ხშირად წარმოვიდგენ ამ მომენტს და ეს რეალობაშიც აუცილებლად მოხდება.















