I რაუნდი
საწყისს რაუნდს ილია, უკვე ტრადიციულად, დაზვერვით იწყებს. თავდაპირველად ელოდება მის მეტოქეს, რათა, ასე ვთქვათ, „გაშალოს კარტები“ და შემდგომ მას თავისი კომბინაციები დაუპირისპიროს. მაქსს ძალიან საინტერესო გეგმა ჰქონდა შემუშავებული. ვინც ბრძოლამდე ჩვენს პრევიუს ან ანალიტიკურ ვიდეოს გაეცნო, იმისთვის უცხო არ იქნებოდა მაქსის სტრატეგია. ჰოლოუეი ძალიან აქტიურად იყენებდა ფეხებს. თავდაპირველად ფეხებით აქტიურად უტევდა ტანში და ასევე მარცხენა მხრიდან სახეში. იგი ცდილობდა, რომ ხელების დისტანციაზე არ ყოფილიყო და კუთხეები მოეჭრა მაშინ, როდესაც ილია მას გალიასთან მოიმწყვდევდა.
ჰავაელი თავიდან კუთხეებს ძალიან კარგად ჭრიდა და ჯებს ძალიან ზუსტად და იშვიათად იყენებდა. ჯების მსგავსი ინერტულობა ლოგიკური იყო. როგორც პრევიუში ვთქვით, ილიას ერთ-ერთი მთავარი კომბინაცია, სწორედ მისი მეტოქის გადმოგდებულ ჯებზეა აგებული, სწორედ ამიტომ მაქსი ჯებს ძალიან უფთხილდებოდა.

ილიამ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილება პირველივე რაუნდში ჭიდაობა იყო. ამით ილიამ საფიქრალი გაუჩინა მაქსს, რომელსაც სტრაიკინგთან ერთად უკვე ჭიდაობისგან თავდაცვაზეც უნდა ეფიქრა. შემდგომ ილიამ საპასუხო ფეხში დარტყმები ჩართო თამაშში. როგორც ვიდეოში ვთქვი, ქიქბოქსინგისა და მუაი ტაის ფეხის ტექნიკებით ილია დიდად არ გამოირჩევა, მაგრამ მისი წვივში განხორციელებული ქალფ ქიქები მომაკვდინებელია. მაქსს ფართო დგომი ჰქონდა ზუსტად ისე როგორც ვვარაუდობდით და ილიას ქალფ ქიქები იდეალურად აჯდებოდა მაქსს. ჰოლოუეისაც კარგად ჰყავდა შესწავლილი ილია. როგორც წესი, ილია მარჯვენა ხელით ამთავრებს კომბინაციას და მეტოქეებს ასე თიშავს. თუ დააკვირდებოდით, როდესაც მაქსი გალიასთან მივიდოდა, ყოველთვის მარჯვნივ ანუ ილიას მარცხენა ხელისკენ გადიოდა. ამით იგი მაქსიმალურად ცდილობდა აერიდებინა ილიას მარჯვენა ხელთან შეჯახება, რაც რაღაც გარკვეული პერიოდი კარგად გამოსდიოდა. მაქსი ასევე ცდილობდა, რომ ცენტრი რაც შეიძლება იშვითაად დაეთმო, მხოლოდ მაშინ, როდესაც აუცილებელი იყო, რადგან ილია პირველ ნომრად საუკეთესოა და ეს მან კარგად იცოდა. საბოლოოდ პირველი რაუნდი ორმა მსაჯმა ილიას მიანიჭა, რაც ლოგიკურია. ილიას გდებაც ჰქონდა გაკეთებული მაქსისთვის, ფეხიც საკმაოდ დაუზიანა და ცენტრსაც უმეტესაც ის აკონტროლებდა. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბრძოლის ბოლო წამები ილიას სასარგებლოდ დასრულდა მიწაზე. დარტყმების თანაფარდობით მაქსი ლიდერობდა, მაგრამ ეს სხვაობა უმნიშვნელო იყო.
II რაუნდი
II რაუნდი
ჩემი აზრით, მაქსის საუკეთესო რაუნდი მაინც მეორე იყო, თუმცა მისი საუკეთესო რაუნდიც მსაჯებმა ილიას სასაეგებლოდ შეაფასეს. ამ რაუნდში მაქსმა ობლიქ ქიქებიც ჩართო, რომელიც ძალიან დამაზიანებელი, სახიფათო ტექნიკაა და დარბაზებში სპარინგის დროს აკრძალულია, თუმცა მაქსი აშკარად კარგად იყო ამ ტექნიკისთვის მომზადებული. ასევე, მაქსი ცდილობდა, რომ ხელითაც დაეწყო ტანში მუშაობა, რათა ილიას კარდიო დაეზიანებინა. ჰოლოუეი აგრძელებდა მარცხნივ გასვლას მაშინ, როდესაც ილია მარჯვენას უმზადებდა გალიასთან მისულ ჰავაელს. თუმცა, აქ უნდა კვლავ აღინიშნოს ალექსანდრე თოფურიას უმაგრესი corner man-ობაც. როდესაც დისტანციას კარგად იჭერდა მაქსი და ხელით ფიზიკურად ვერ წვდებოდა ილია, მაშინ ალექსანდრე კარნახობდა, რომ ფეხში შეეტია რათა ჰოლოუეი მშვიდად არ ყოფილიყო. შესაბამისად, მაქსს ახლო დისტანციაში ილიას ხელებთან გამკლავება, შორ დისტანცაიზე კი დაზიანებულ ფეხში კიდევ მეტი დარტყმის მიღება უწევდა, ანუ მშვიდად ფიზიკურად ვერცერთ საბრძოლო დისტანციაზე ვერ იყო.

რაც ილიასგან ძალიან მომეწონა იყო ის, თუ როგორ კითხულობდა ბრძოლას და როგორ ცვლიდა გეგმებს. ილიაც მიხვდა, რომ მაქსი მისგან მარცხნივ გარბოდა და მარჯვენათი ვერ გამოიჭერდა. ასე რომ, მის მარჯვენა ოვერჰენდის კომბინაციას კიდევ ერთი დარტყმა - მარცხენა ჰუკი დაუმატა, მაგრამ არა ღვიძლში, როგორც ამას აქამდე აკეთებდა, არამედ ყბაში.
მეორე რაუნდში ერთი უმაგრესი დარტყმა გაუტარა მარცხენა ჰუკით ილიამ, რაც მაქსმა სასწაულებრივად აიტანა. მაქსის სასარგებლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ობლიქ ქიქებს ფეხში, ასევე მუხლებითა და ფეხებით ტანში შეტევებს კარგად ახორციელებდა, მაგრამ ყველაზე კარგი მის არსენალში მაინც მისი პირდაპირი 1-2 იყო, რომელიც რამდენჯერმე სუფთად გაუტარა ილიას. ლაივში ყურებისას, ალბათ ნერვიულობის ნიადაგზე, ვფიქრობდი, რომ ეს რაუნდი მაქსის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩანაწერი ვნახე, დავრწმუნდი, რომ აშკარად ილიას რაუნდი იყო.
მეორე რაუნდში ერთი უმაგრესი დარტყმა გაუტარა მარცხენა ჰუკით ილიამ, რაც მაქსმა სასწაულებრივად აიტანა. მაქსის სასარგებლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ობლიქ ქიქებს ფეხში, ასევე მუხლებითა და ფეხებით ტანში შეტევებს კარგად ახორციელებდა, მაგრამ ყველაზე კარგი მის არსენალში მაინც მისი პირდაპირი 1-2 იყო, რომელიც რამდენჯერმე სუფთად გაუტარა ილიას. ლაივში ყურებისას, ალბათ ნერვიულობის ნიადაგზე, ვფიქრობდი, რომ ეს რაუნდი მაქსის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩანაწერი ვნახე, დავრწმუნდი, რომ აშკარად ილიას რაუნდი იყო.
III რაუნდი
მესამე რაუნდი მაქსმა აგრესიულად დაიწყო. აგრძელებდა ობლიქ ქიქებს. ასევე შეცვალა დგომი და მარცხენა დგომიდან ბევრ დარტყმას უშვებდა, როგორც ღვიძლის, ასევე სახის მიმართულებით. ამ რაუნდში ჰავაელი ბევრად აგრესიული და თავდაჯერებული გამოვიდა. იგი გათამამდა. ვფიქრობ, იმიტომ, რომ ილიამ სუფთა დარტყმა გაუტარა მაქსს მეორე რაუნდში და მაქსმა შეძლო ამის ატანა. ამ აგრესიამ თავიდან წარმატება მოუტანა. პირდაპირ ეთერში ყურებისას ისეთი განცდა მეუფლებოდა, რომ თითქოს მაქსი ბრძოლის გახურებას იწყებდა, როგორც სჩვევია ხოლმე, თუმცა ილიას ბრწყინვალე გეგმამ და საბრძოლო ინტელექტმა საპირისპირო შედეგი დადო. მაქსი ფეთქებად გაცვლებში მაქსი თავდაჯერებულად შედიოდა, ის ბრძოლას გრძნობდა, მაგრამ ერთ-ერთი ასეთი „თავდაჯერებული“ აფეთქების დროს, ილიამ მარჯვენა ოვერჰენდი პირდაპირ მიზანში მოარტყა, რის შედეგადაც ჰოლოუეის სახე შეეცვალა. აქ გალიასთან გამოიჭირა ილიამ მაქსი და რამდენიმე უმძიმესი დარტყმა მიაყენა მას. თითქოს აქ უნდა დასრულებულიყო ყველაფერი, მაგრამ მაქსის ყბასა და დაცვაზე ლეგენდები რეალობა აღმოჩნდა.

მაქსმა მოახერხა აქედან გამოძრომა და წამიერად ამოსუნთქვა, თუმცა ილია გაჩერებას არ აპირებდა. ილია აქამდე თუ მარცხენათი იწყებდა დარტყმებს და მარჯვენათი ამთავრებდა, ახლა პირიქით. იმის გამო, რომ მაქსი მარცხნივ გარბოდა ილიამაც შეცვალა კომბინაცია, მარჯვენა ძლიერი დარტყმის მერე უმძიმეს მარცხენა ჰუკს უშვებდა და სწორედ ამ მარცხენა ჰუკმა გამოუტანა განაჩენი მაქსს. მესამე რაუნდში ილიამ დაანოკაუტა მაქსს ჰოლოუეი, თუმცა უნდა აღინიშნოს ერთი რამ. სხვები თუ თოფურიას ასეთი შეტევის შემდეგ სხვები უგონოდ ეცემოდნენ. მიწაზე არაერთი მძიმე დატყმის შემდეგაც ჰოლოუეი ისევ გონზე დარჩა (მიწაზე ილიას დარტყმებმა რაიან ჰოლი უგონოდ გათიშა). თუმცა, ცხადია, რომ ისეთი რკინის ყბაც კი როგორიც მაქსს ჰოლოუეის აქვს, რომელიც ვერც კონორ მაკგრეგორმა, ვერც დასტინ პორიემ, ვერც ჯასტინ გეიჯიმ, ვერც ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ, და ბევრმა სხვამ ვერ გათიშა ილია თოფურიას დარტყმის წინააღმდეგ მაინც უძლური აღმოჩნდა.
UFC 308 - ქარდის მიმოხილვა
UFC 308 - ქარდის მიმოხილვა
ილიას ბრძოლამდეც ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლები და ზოგადად ქარდი ვიხილეთ. UFC 308-მ შეძლო და მოლოდინები გაამართლა. ხამზატ ჩიმაევმა ყბა მოტეხა რობერტ უიტეკერს და პირველივე რაუნდში დააფინიშა. ხამზატმა დაამტკიცა, რომ ელიტარულია და საშუალო წონაში საჩემპიონო ბრძოლას იმსახურებს, რადგან ის რაც მან რობერტს გაუკეთა, ვერც ვეტორიმ, ვერც რომერომ და საერთოდ ვერავინ შეძლო მის წონაში.

ანკალაევმა რაკიჩი დომინანტურად დაამარცხა და ალექს პერეირას წინააღმდეგ ქვემძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ადგილი გაინაღდა.
შარა მაგომედვომა მორიგი უდიდესი ტესტი დაძლია და არმან პეტროსიანი მეორე რაუნდის მიწურულს დაანოკაუტა. არმანი უძლიერესი სტრაიკერია და ამით შარამ დაამტკიცა, რომ სტრაიკინგში მას ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. ბრძოლის შემდგომ შარამ ისრაელ ადესანია გამოიწვია.
ავტორი: საბა სოზაშვილი















