ილია თოფურიას ყოფილმა მოწინააღმდეგემ - მაქს ჰოლოუეიმ ,რამდენიმე დღის წინ, სადავო აზრი დააფიქსირა, რომელმაც MMA-ის გულშემატკივრებში და განსაკუთრებით, ქართულ აუდიტორიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ჰავაელი მებრძოლის ბოლო განცხადება ილიასა და ჯასტინ გეიჯის ძალების შედარებას ეხებოდა, სადაც მაქსმა პირველ ადგილზე ამერიკელი მებრძოლის დარტყმა დააყენა.
თუმცა, ჰოლოუეის უკანასკნელი ინტერვიუდან ვიგებთ, რომ მან რეალობაში განსხვავებული რამ იგულისხმა.
"სინამდვილეში ვთქვი, რომ ჯასტინისგან ბევრად მტკივნეული დარტყმები მივიღე, რადგან მისი ძალა მახსოვს. რაც შეეხება თოფურიას, რომ გამთიშა, დარტყმა საერთოდ ვერ ვიგრძენი. ილიამ ჩემი დაბლა დაგდება მოახერხა, ამიტომ ცხადია, რომ ძლიერი ხელი აქვს.
თქვენი შეკითხვა ძალიან გამიხარდა, რადგან ესპანელი ხალხი საბოლოოდ გაანალიზებს, რომ ინტერვიუსთვის ბოლომდე არ უყურებიათ და კამათი უაზროდ დაიწყეს. "
მაქს ჰოლოუეი მომავალ ბრძოლას კვირას, ლუიზიანაში, დასტინ პორიეს წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ ამ ტრილოგიის სასწორზე BMF-ის ქამარი დევს და დასტინი მის ხელში ჩაგდებას კარიერაში უკანასკნელად შეეცდება.















