UFC-ის კომენტატორმა, ჯონ ანიკმა დაასახელა მებრძოლი, რომელსაც ილია თოფურიას შეჩერება შეუძლია. მისი თქმით, ასეთი მებრძოლი ისლამ მახაჩევი არის. ამერიკელი კომენტატორი ასევე დარწმუნებულია იმაში, რომ მათი ჩხუბი აუცილებლად შედგება.
"ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თოფურიასა და მახაჩევის ბრძოლა შედგება. ჩემთვის ეს ოცნების დაპირისპირება იქნებოდა. ჩემი აზრით, ისლამი ერთადერთი მებრძოლია მსუბუქი და ქვესაშუალო წონიდან, რომელსაც ილიას შეჩერება შეუძლია.
სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს. ვერ ვხედავ მებრძოლს ამ ორ დივიზიონში, რომელსაც "ელ მატადორის" დამარცხება შეუძლია. მჯერა, რომ ჩხუბს, რომელზეც ასე ვოცნებობთ, აუცილებლად მივიღებთ."















