უკანასკნელად, მსუბუქი დივიზიონის ინგლისელმა კონტენდერმა - პედი პიმბლეტმა, TNT Sport-თან ინტერვიუში ილია თოფურიაზე საინტერესო კომენტარი გააჟღერა.
"ილიას ოჯახური პრობლემები აქვს, რომელშიც ,რა თქმა უნდა, არ ვერევი. ეს ყველაფერი ბრძოლასთან კავშირში არაა და მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. როდესაც გალიაში დაბრუნდება, სახეს შევუჭეჭყავ. დროებითი ქამრის მოპოვების შემდეგ, ჩემს თავს მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონად დავინახავ. "















